The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



რომანოზ სვანიშვილი

რომანოზ სვანიშვილი
Date of birth:1 August, 1928
Date of death:30 November, 2017  (at 89 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადები ადგილი: ქ. მოსკოვი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1951 წელს.

1951–1954წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტისა და სპორტული მედიცინის, კათედრის ასპირანტი; 1955–1962წწ. ასისტენტი; 1962–1968წწ. დოცენტი; 1968 წლიდან ამავე კათედრის გამგე; დიდი სამედიცინო ენციკლოპედიის რედაქტორი თავისი სპეციალობით. გამოცემული აქვს სამი სახელმძღვანელო და მონოგრაფიები. 1984 წელს მიენიჭა პროფესორის წოდება რუსულ ენაზე შესრულებული ნაშრომებისათვის მედიცინის თანამედროვე პრობლემებზე. დაჯილდოებულია მრავალი სხვადასხვა მედლითა და სიგელებით. ხელმძღვანელობს საქართველოში ფიზიკური რეაბილიტაციისა და სპორტული მედიცინის სამეცნიერო–პრაქტიკულ მუშაობას; სამედიცინო რეაბილიტაციისა და სპორტული მედიცინის სპეციალისტი, პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სპორტსმენთა გარეგანი სუნთქვა",  დაიცვა 1957 წელს. 

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.251; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.279

Member of Organizations

  • ევროპის კარდიოლოგთა ასოციაცია, წევრი
  • რესპუბლიკის სპორტული მედიცინის ფედერაციის პეზიდიუმი, წევრი
  • საკავშირო სამკურნალო ფიზკულტურისა და სპორტული მედიცინის სამეცნიერო საზოგადოება, თავმჯდომარის მოადგილე
  • საკავშირო სამკურნალო ფიზკულტურისა და სპორტული მედიცინის სამეცნიერო საზოგადოების პრეზიდიუმი, წევრი
  • საქართველოს სამკურნალო ფიზკულტურისა და სპორტული მედიცინის სამეცნიერო საზოგადოება, თავმჯდომარე

Awards and Honors

  • 1998 - ღირსების ორდენი
    მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და სისტემის რეორიენტაციის პროცესში აქტიური მონაწილეობისათვის

Bibliography


Share: