შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ანზორ სიხარულიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1961 წელს. 1961–1962წწ. იყო აჭარის ასსრ შუახევის რაიონის ქირურგი; 1963–1966წწ. ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრის ასპირანტი; 1966–1972წწ. ქირურგიული განყოფილების უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1972–1977წწ. ონკოლოგიის ცენტრის ქირურგიული განყოფილების უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1977–1981წწ. მუშაობდა ქირურგად ალჟირის სახალხო რესპუბლიკაში; 1981 წლიდან მამოლოგიური განყოფილების წამყვანი მეცნიერ–თანამშრომელია. ავტორია 89 სამეცნიერო ნაშრომის სარძევე ჯირკვლის სიმსივნეების კლინიკის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შესახებ. ონკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ზოგიერთი ციტოქიმიური თავისებურებები სარძევე ჯირკვლის დისჰორმონალური დაავადებებისა და კიბოს დროს", დაიცვა 1969 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.253 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |