The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გელა სულაბერიძე

გელა სულაბერიძე
Date of birth:11 April, 1958  (67 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1982 წელს.

1982–1983წწ. მუშაობდა რესპუბლიკური ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს გასტროენტეროლოგიურ განყოფილებაში; 1983–1986წწ. - ბაზალეთის საექიმო ამბულატორიაში; 1986–1988წწ. - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ჰოსპიტალური თერაპიის კათედრის კლინიკური ორდინატორი; 1988–1989წწ. - რესპუბლიკური ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს გასტროენტეროლოგიის განყოფილების ექიმი-ორდინატორი; 1989 წლიდან პროფესიული მედიცინისა და სტომატოლოგიური ფაკულტეტების შინაგან სნეულებათა კათედრის ასისტენტი. სამედიცინო ცენტრის "ციტო", ექიმი-გასტროენტეროლოგი. ავტორია 24 სამეცნიერო ნაშრომის. ექიმი-თერაპევტი, გასტროენტეროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (2006), პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ინფიცირების როლი ნაღველკენჭოვანი დაავადების პათოგენებში", დაიცვა 1992 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "სანაღვლე გზების ინფიცირების შედეგები და ნაღველკენჭოვანი დაავადების პრევენცია", დაიცვა 2006 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში: თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.255; საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.365

Member of Organizations

  • გასტროენტეროლოგთა საზოგადოება, წევრი
  • საქართველოს და ევროპის გასტრო-ენტეროლოგთა ასოციაცია, წევრი

Bibliography


Share: