The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დიმიტრი ცისკარიშვილი

დიმიტრი ცისკარიშვილი
Date of birth:13 November, 1939
Date of death:22 May, 2019  (at 79 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1963 წელს.

1963-1965წწ. იყო მცხეთის რაისაავადმყოფოს ორდინატორი; 1966-1970წწ. თერაპიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1970-1975წწ. კლინიკური ელექტროფიზიოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი; 1975 წლიდან კვლევის ფუნქციური მეთოდების განყოფილების ხელმძღვანელი; ავტორია 86 სამეცნიერო ნაშრომი და რამდენიმე მონოგრაფიის, მათ შორის: "გულის რიტმის დარღვევების მკურნალობა ელექტროიმპულსით"(1971), "კარდიომონიტორული დაკვირვება მიოკარდიუმის ინფარქტის დროს" (1976), "მიტრალური სარქველის პროლაფსი" (1985), "ექოკარდიოგრაფიის ატლასი" (1988); დაინტერესებულია სამხედრო ისტორიის საკითხებით, მას ეკუთვნის პირველი ქართული მონოგრაფია ნაპოლეონზე ("ნაპოლეონი" 1994, ტ. I; 1997, ტ. II); მისი ხელმძღვანელობით დაცულია სამი საკანდიდატო დისერტაცია. მიღებული აქვს სსრკ სამედიცინო აკადემიის პრემია, საუკეთესო ნაშრომისათვის კარდიოლოგიის დარგში (ერთობლივი ჯილდო, 1986). მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა – "მოციმციმე არითმიის სიხშირე, მიმდინარეობის თავისებურებები და მკურნალობის საკითხები გულ–სისხლძარღვთა სისტემის ზოგიერთი დაავადების დროს", დაიცვა 1985 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა – "გულის დიასტორული ფუნქცია ჰიპერტონული დაავადების დროს ხანგრძლივი მკურნალობის პროცესში", დაიცვა 1985 წელს.

წყარო: კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.664; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.196

Member of Organizations

  • საქართველოს ინტერნისტთა საზოგადოების საზოგადოების გამგეობა, წევრი
  • სრულიად საქართველოს ულტრაბგერითი გამოკვლევების ასოციაცია, პრეზიდენტი

Awards and Honors

  • 2000 - ღირსების ორდენი

Bibliography


Share: