Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თემურ ტაბუცაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1978 წელს. 1978 წელს იყო ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს ექიმი–ინტერნი; 1978–1981წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ჰოსპიტალური ქირურგიის კათედრის ასპირანტი; 1981–1984წწ. ამავე კათედრის ასისტენტი; 1985 წლიდან იმყოფებოდა ხანგრძლივი სამეცნიერო მივლინებით მოსკოვის ვიშნევსკის სახელობის ქირურგიის ინსტიტუტში; 1990 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ქირურგიულ სნეულებათა N1 კათედრის პროფესორი; 1997 წლიდან – საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ენდოქირურგიული ცენტრის დირექტორი. ავტორია 78 სამეცნიერო ნაშრომის, გამოცემული აქვს მონოგრაფიები; ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კალიკრეინ–კინინური სისტემის გამოკვლევა მწვავე პერიტონიტის მკურნალობის დროს", დაიცვა 1981 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა - "კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების ქირურგიული მკურნალობის მეთოდების შედარებითი დახასიათება პროსტაგლანდინების აქტივობის, ლიპიდების ზეჟანგური ჟანგვისა და ანტიოქსიდანტური ფერმენტული სისტემის კრიტერიუმების მიხედვით", დაიცვა 1989 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.260 Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |