Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გურამ ტატიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1954 წელს. 1954 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის კლინიკური ორდინატორი, ასისტენტი, დოცენტი, კათედრის პროფესორი, კათედრის გამგე. 1960–1962წწ. მუშაობდა ტრავმატოლოგიის და ორთოპედიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორად;1969–1974წწ. ქირურგიის ინსტიტუტის ტრანსპლანტოლოგიის ლაბორატორიის გამგედ; 1980–1987წწ. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მთავარ ქირურგად. ავტორია 192 სამეცნიერო ნაშრომის, გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფიები; მისი ხელმძღვანელობით დაცულია 6 სადოქტორო და 14 საკანდიდატო დისერტაცია. არის მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების დროს ინტრამურული ნერვული სისტემის მდგომარეობა", დაიცვა 1957 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა - "მთლიანი ძვალ–სახსროვანი ჰომოტრანსპლანტანტის გადანერგვა", დაიცვა 1968 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.261 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |