The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გურამ ტატიშვილი

გურამ ტატიშვილი
Date of birth:18 September, 1929
Date of death:October, 2016  (at 87 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1954 წელს.

1954 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის კლინიკური ორდინატორი, ასისტენტი, დოცენტი, კათედრის პროფესორი, კათედრის გამგე. 1960–1962წწ. მუშაობდა ტრავმატოლოგიის და ორთოპედიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორად;1969–1974წწ. ქირურგიის ინსტიტუტის ტრანსპლანტოლოგიის ლაბორატორიის გამგედ; 1980–1987წწ. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მთავარ ქირურგად. ავტორია 192 სამეცნიერო ნაშრომის, გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფიები; მისი ხელმძღვანელობით დაცულია 6 სადოქტორო და 14 საკანდიდატო დისერტაცია. არის მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების დროს ინტრამურული ნერვული სისტემის მდგომარეობა", დაიცვა 1957 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "მთლიანი ძვალ–სახსროვანი ჰომოტრანსპლანტანტის გადანერგვა", დაიცვა 1968 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.261

Member of Organizations

  • საქართველოს ქირურგთა საზოგადოება, თავმჯდომარის მოადგილე
  • ქირურგთა ასოციაციის გამგეობა, წევრი

Awards and Honors

  • ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი
  • სსრკ სახელმწიფო პრემია
  • საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

Bibliography


Share: