Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი ტურაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1970 წელს. 1974–1989წწ. მუშაობდა მოსკოვის სეჩენოვის სახელობის I სამედიცინო ინსტიტუტის კლინიკური ფარმაკოლოგიის კათედრაზე; 1989 წლიდან - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პოლიკლინიკური და გადაუდებელი თერაპიის კათედრის დოცენტი. ავტორია 36 სამეცნიერო ნაშრომის, სამეცნიერო–პრაქტიკულ ხელმძღვანელობას უწევს ორდინატორებსა და ასპირანტებს. ექიმი-კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "Возможности медикаментозной коррекции гемореологических нарушений у больных хронической ишемической болезнью сердца и облитерирующими поражениями артерий ног", დაიცვა მოსკოვის I სამედიცინო ინსტიტუტში 1980 წელს; სადოქტოროდისერტაციის თემა - "ნეროცირკულარული დისტონიის, არტერიული ჰიპერტენზიისა და გულის იშემიური დაავადების პროფილაქტიკის ოპტიმიზაცია ორგანიზებულ პოპულაციაში", დაიცვა თბილისის თერაპიის ინსტიტუტში 1993 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში: თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.265; საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.369 Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |