Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ბესარიონ ტყეშელაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. რუსთავი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1984 წელს. 1984–2000წწ. იყო აკადემიკოს კ. ჩაჩავას სახელობის პერინატალური მედიცინისა და მეანობა გინეკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომელი; 2000–2002წწ. ამავე ინსტიტუტის კლინიკის ხელმძღვანელი; 2004–2008წწ. "დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის", მეან-გინეკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; 2008 წლიდან დღემდე "დავით გაგუას კლინიკის", კონსულტაციისა და დიაგნოსტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელია. ავტორია 23 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება ორსულობის ფიზიოლოგიისა და პათოლოგიის მეცნიერული საფუძვლების, ბიოლოგიური მემბრანების ბიოფიკური მეთოდებით კვლევის საკითხებს; არის 1 გამოგონების პატენტის მფლობელი. გინეკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ერითროციტების ფიზიკო–ქიმიური მახასიათებლები გესტოზით გართულებული ორსულობის დროს", დაიცვა 1991 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა - "ორსულობის მეტაბოლური უზრუნველყოფის ადაპტაციურ–კომპენსაციური მექანიზმები", დაიცვა 1999 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.266 Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |