Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მერი წულუკიძე![]()
Biographyდაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1949 წელს. 1952-1957წწ. იყო წყალტუბოს ბავშვთა რევმატოლოგიური სანატორიუმის ექიმი–ორდინატორი; 1957-1960წწ. ბავშვთა რესპუბლიკური საავადმყოფოს საკონსულტაციო პოლიკლინიკის პედიატრიული განყოფილების გამგე; 1960-1965წწ. პედიატრიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1965-1969წწ. ამავე ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1969-1979წწ. ჩვილ ბავშვთა განყოფილების ხელმძღვანელი; 1985 წლიდან ი. ფაღავას სახელობის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის პულმონოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი; ავტორია 110 სამეცნიერო ნაშრომის; გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფიები: "ბავშვი და წამალი"(1985), "ღვაწლმოსილი პედიატრი ვ. თოხაძე"(1986); მისი ხელმძღვანელობით დაცულია 5 საკანდიდატო დისერტაცია. ექიმი-პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა – "რევმატიზმის მკურნალობა ბავშვებში კურორტ წყალტუბოში შეტევათა შუა პერიოდში", დაიცვა 1962 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა – "რაქიტის პრობლემა საქართველოში", დაიცვა 1997 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში: თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.; წიგნი ღირსებისა: ტ. 5 / შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.38; საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.387 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |