The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მერი წულუკიძე

მერი წულუკიძე
Date of birth:27 August, 1927
Date of death:April, 2009  (at 81 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაამთავრა  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1949 წელს.

1952-1957წწ. იყო წყალტუბოს ბავშვთა რევმატოლოგიური სანატორიუმის ექიმი–ორდინატორი; 1957-1960წწ. ბავშვთა რესპუბლიკური საავადმყოფოს საკონსულტაციო პოლიკლინიკის პედიატრიული განყოფილების გამგე; 1960-1965წწ. პედიატრიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1965-1969წწ. ამავე ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1969-1979წწ. ჩვილ ბავშვთა განყოფილების ხელმძღვანელი; 1985 წლიდან ი. ფაღავას სახელობის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის პულმონოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი; ავტორია 110 სამეცნიერო ნაშრომის; გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფიები: "ბავშვი და წამალი"(1985), "ღვაწლმოსილი პედიატრი ვ. თოხაძე"(1986); მისი ხელმძღვანელობით დაცულია 5 საკანდიდატო დისერტაცია. ექიმი-პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა – "რევმატიზმის მკურნალობა ბავშვებში კურორტ წყალტუბოში შეტევათა შუა პერიოდში", დაიცვა 1962 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა – "რაქიტის პრობლემა საქართველოში", დაიცვა 1997 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში: თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.; წიგნი ღირსებისა: ტ. 5 / შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.38; საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.387

Member of Organizations

  • ი. ფაღავას სახელობის პედიატრიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო ნაშრომთა კრებულის რედკოლეგია, წევრი
  • ი. ფაღავას სახელობის პედიატრიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო , წევრი
  • მედიცინის მუშაკთა დაცვის ასოციაცია "დედა და ბავშვი", წევრი
  • პედიატრთა რესპუბლიკური სამეცნიერო საზოგადოების გამგეობა, წევრი
  • ჟურნალ "საქათველოს პედიატრი" რედკოლეგია, წევრი
  • სამედიცინო სოციალური აკადემია, წევრი

Awards and Honors

  • 2000 - ღირსების ორდენი
  • 1984 - საპატიო სიგელი
  • 1970 - საიუბილეო მედალი

Bibliography


Share: