The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მარინა ჭიჭინაძე

დაბადების თარიღი:30 ივნისი, 1942  (81 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1965 წელს.

1965-1997წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ალ. ნათიშვილის სახელობის ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტი, უმცროსი, უფროსი, წამყვანი მეცნიერ თანამშრომელი, სწავლული მდივანი; 1997 წლიდან სხივური და ინტერვენციული დიაგნოსტიკის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში; ავტორია 49 სამეცნიერო ნაშრომის; გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე მონოგრაფია: "პანკრეასში რეგენერაციული პროცესების მორფო–ფუნქციური ანალიზი" (1972), "საერთაშორისო ჰისტოლოგიური ნომენკლატურა" (1977), "ემბრიოლოგიურ ტერმინთა მოკლე განმარტებითი ლექსიკონი" (1986).

საკანდიდატო დისერტაციის თემა – "რეგენერირებული პანკრეასის მორფო–ფუნქციური ანალიზი", დაიცვა 1969 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ანატომთა, ჰისტოლოგთა და ემბრიოლოგთა საზოგადოება, წევრი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: