The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ირაკლი ფავლენიშვილი

ირაკლი ფავლენიშვილი
Date of birth:5 January, 1951  (73 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიის ფაკულტეტი 1973 წელს; ინტერნატურის კურსი "პედიატრია" გაიარა პედიატრიის ს/კ ინსტიტუტის ბავშვთა N1 საავადმყოფოს ბაზაზე (1973-1974), ხოლო დიპლომის შემდგომი სპეციალიზაციის კურსი "ნეონატოლოგია" (1986) ექიმთა დახელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტში (მოსკოვი); "ინფექციური დაავადებები" ექიმთა დახელოვნების თბილისის სახ. ინსტიტუტში (1990), აგრეთვე ტრენინგები: "პროცედურები ნეონატოლოგიაში" ემორის უნივერსიტეტში (1998, ატლანტა, აშშ), "მტკიცებულებებზე დაფუძნებული მედიცინა და კლინიკური გაიდლაინების შემუშავების მეთოდოლოგია" ედინბურგის უნივერსიტეტში (2001).

წლების განმავლობაში გავლილი აქვს ტრენინგები: "ნოზოკომიური ინფექცია" (1998), "პროექტის შემუშავების სახელმძღვანელო პრინციპები" (2001), "იმუნიზაციის კამპანიის კომუნიკაციის კომპონენტის სტრატეგია" (2002), "ჯანდაცვის სფეროს საინფორმაციო უზრუნველყოფის პოლიტიკა" (2004), "ECTS სისტემა სამედიცინო განათლებაში" (2006), "დიპლომის შემდგომი სამედიცინო განათლება - კურიკულუმი, საერთაშორისო სტანდარტები და მათი ევოლუცია" (2006), "საუკეთესო პრაქტიკა ნეონატოლოგიაში" (2021), "რესპირაციული მხარდაჭერა ოქსიგენოთერაპიით" (2021), "სწავლების, დასწავლისა და შეფასების თანამედროვე მიდგომები დიპლომამდელ სამედიცინო განათლებაში"(2021).

მედიცინის დოქტორი გახდა 1983 წელს (სადისერტაციო ნაშრომი "პერიფერიული სისხლის ლეიკოციტების ფერმენტული სტატუსი და ულტრასტრუქტურის ცვლილებები ახალშობილთა სეფსისის დროს", დოცენტის წოდება მიიღო 1987  წელს, ხოლო პროფესორის წოდება - 1994 წელს.

ი. ფავლენიშვილი დღეისათვის არის თბილისის სახ. სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიის მიმართულების ნეონატოლოგიის დეპარტამენტის სრული პროფესორი (2006 წლიდან); 1988-2006წწ. ექიმთა დახელოვნების თბილისის სახელმწიფო ინსტიტუტის პედიატრიისა და ნეონატოლოგიის კათედრის გამგე (უფროსი ლაბორანტი 1975-1980, ასისტენტი 1980-1986, დოცენტი 1986-1988, სამეცნიერო-პედაგოგიური (დიდი) საბჭოს სწავლული მდივანი 1994-1999) ასპირანტურისა და ორდინატურის განყოფილების ხელმძღვანელი (1994-2000); იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის რექტორის მ/შ (1999), თბილისის სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის პრორექტორი (1999-2006), დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის დირექტორი (2006-2008), თბილისის სახ. სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე (2008-2009), თსსუ წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი (2006-2008), აგრეთვე, თბილისის სამედიცინო აკადემიის რექტორის მრჩეველი (2009-2010), უმაღლესი სამედიცინო სკოლების "თბილისის სამედიცინო აკადემია" (1994-2011) და "აიეტი" (2001-2006) მიწვეული პროფესორი; 2001 წელს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სახელმწიფო სერტიფიკატი მოიპოვა სპეციალობებში - "პედიატრია",  "ნეონატოლოგია", აგრეთვე "საზოგადოებრივი ჯანდაცვა და ჯანდაცვის ორგანიზაცია";  საექიმო კლინიკურ საქმიანობას 2012 წლიდან დღემდე ახორციელებს "სს ევექსის ჰოსპიტლები" -  ი. ციციშვილის სახ. პედიატრიულ კლინიკაში; მანამდე კი -  ქ. რუსთავის საწრაფო დახმარების სადგურში (1974-1975), ქ. თბილისის ბავშვთა N3 საავადმყოფოში (1974-1976), თბილისის ბავშვთა N1 საავადმყოფოში (1976-1977), ბავშვთა რესპუბლიკურ საავადმყოფოში (1977-2006), თსსუ ჟვანიას სახ. პედიატრიულ კლინიკაში (2006-2012), გარდა ამისაა, 1986-2001წწ იყო თბილისის სეფსისის საწინააღმდეგო ცენტრის ბავშვთა განყოფილებისა და თბილისის N2 სამშობიარო სახლის ახალშობილთა განყოფილების კონსულტანტი. ზემოაღნიშნულ დაწესებულებებში კლინიკურ საქმიანობასთან ერთად ი. ფავლენიშვილი ათეული წლების განმავლობაში აწარმოებდა ბავშვთა მოსახლეობის საქველმოქმედო გასინჯვებს თბილისსა და საქართველოს პრაქტიკულად ყველა რეგიონში. იყო 1989 წლის 9 აპრილს დაშავებულ მოზარდთა მკურნალობისა და რეაბილიტაციის ორგანიზატორი ბავშვთა რესპუბლიკურ საავადმყოფოში; 2014-2017წწ. იყო თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს V მოწვევის დეპუტატი, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე; აგრეთვე სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის წევრი; ამ პერიოდში ი. ფავლენიშვილის ინიციატივითა და მხარდაჭერით თბილისში, მერიის რამდენიმე ათეულმილიონიანი დაფინანსებით პირველად ამოქმედდა ახალი პროგრამები: "აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია", "ადრეული ძუძუს კიბოს მკურნალობის დაფინანსება", "ფსიქიკური ჯანმრთლობის სათემო მომსახურება", "C ჰეპატიტის დიაგნოსტიკა", "ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია", "სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებისათვის 18 წლამდე ასაკის თითოეულ ბავშვზე ყოველთვიური დახმარება", "დაუცველი ოჯახებისათვის მე-3, მე-4, მე-5 და მეტი შვილის დაბადებისათვის ერთჯერადი მატერიალური დახმარების ახალშობილთა პროგრამა", "სოციალურად დაუცველი 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დახმარება", "სოციალურად დაუცველ ოჯახებში ყველა ახალშობილზე ერთჯერადი დახმარება", "სოციალურად დაუცველი მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე უსინათლო პირების დახმარება", "შინმოვლის თანადაფინანსება" და "შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა"; გარდა ამისა, თბილისში არსებულ ქუჩებსა და სკვერებს მიენიჭათ არაერთი სახელმოხვეჭილი მედიკოსისა და საზოგადო მოღვაწის სახელები; 200-მდე ღვაწლმოსილი ექიმი დაჯილდოვდა მადლიერების სიგელებითა და სამახსოვრო საჩუქრებით; თბილისის 2015 წლის წყალდიდობით დაზარალებულ 100-მდე  ოჯახს გადაეცათ ჰუმანიტარული (აშშ) საყოფაცხოვრებო ტექნიკა; 2018 წლიდან არის თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მრჩეველი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს ექსპერტი პედიატრიასა და ნეონატოლოგიაში (2004 წლიდან), პოლიომიელიტის ერადიკაციის სასერტიფიკაციო კომიტეტის თავმჯდომარე (1997 წლიდან), წითელასი და წითურას ელიმინაციის ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე (2013 წლიდან), სახელმწიფო სასერტიფიკაციო საგამოცდო დარგობრივი კომისიის "პედიატრია" თავმჯდომარე (2004 წლიდან), ერთიანი დიპლომის შემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდების სააპელაციო კომისიის თავმჯდომარე (2013 წლიდან), სახელმწიფო სარეზიდენტო პროგრამის "პედიატრია" პროგრამ-დირექტორი (1999 წლიდან); წლების განმავლობაში იგი იყო საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი პედიატრი (1991-1994), ფონდის "ღია საქართველო" ექსპერტი (1989-1992), ჯანდაცვის სამინისტროს "დედათა და ბავშვთა მოკვდაობის" კომისიის წევრი (1993-2003), გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვთა  ფონდის პროგრამის "ბავშვთა მოსახლეობის იმუნიზაცია საქართველოში: ჩვენებები და წინააღმდეგჩვენებები" კოორდინატორი (1994-1998), მსოფლიო ბანკის პროგრამის "ახალშობილთა ძირითადი დაავადებების მართვა" კოორდინატორი (2000-2002), აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროგრამის "იოდის დეფიციტი და არტერიული ჰიპერტენზიის კვლევა ბათუმისა და აჭარის რეგიონების მოსახლეობაში" კოორდინატორი (2001), ს/ს "ბავშვთა მრავალპროფილიანი ცენტრალური საავადმყოფოს" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი (2000-2006), საქართველოს პარლამენტის ბავშვის უფლებათა დაცვის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრი (2010-2016), გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვთა ფონდის პროგრამის "ახალშობილთა ძირითადი დაავადებების მართვის" კოორდინატორი (2000-2002), "ბავშვთა ასაკის დაავადებათა ინტეგრირებული მართვა" ექსპერტი (2002-2004), ევრომეცნიერების საქართველოს ეროვნული სექციის ექსპერტი (2017-2021), საკავშირო საექსპერტო კომისიის "ჰოსპიტალური ინფექცია და სეფსისური დაავადებები" წევრი (1989-1992); არის სახელმწიფო სარეზიდენტო პროგრამის "პედიატრია’" ავტორი და პროგრამის დირექტორი (1999 წლიდან), რეზიდენტურის შემოკლებული კურსის "პედიატრიული სტაციონარი" ავტორი და განმახორციელებელი (2003 წლიდან), პედიატრთა და ნეონატოლოგთა გადამზადების 5 პროგრამის ავტორი და განმახორციელებელი (2008 წლიდან), უწყვეტი სამედიცინო განათლების 57 აკრედიტებული პროგრამის ავტორი და განმახორციელებელი (2003 წლიდან), პროფესიული რეაბილიტაციის 8 აკრედიტებული პროგრამის ავტორი და განმახორციელებელი (2006 წლიდან); ავტორია სახელმწიფო სარეზიდენტო პროგრამის "ნეონატოლოგია" (2003), ხოლო 2003-2014წწ. იყო პროგრამ-დირექტორატის წევრი; არის 4 ფუნდამენტური სახელმძღვანელოს  (1. "ფილტვის არასპეციფიკური დაავადებები ბავშვთა ასაკში", 1980, 436გვ., სურ.125, ცხრ. 24; 2. "გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები ბავშვთა ასაკში" 1987, 360გვ.; 3. "ახალშობილთა დაავადებები", 1990, 880გვ., სურ. 207, ცხრ. 36; 4. "ბავშვთა დაავადებების პროპედევტიკა", 1993, 272გვ,) და 1 მონოგრაფიის ("ახალშობილთა და ჩვილ ბავშვთა სეფსისი", 1983, 220გვ., სურ.57, ცხრ.10) ავტორი, 1 თარგმნილი სახელმძღვანელოს ("ნეონატოლოგია", 2006/2008, 400გვ., ჰარვარდის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლა, ჯონ კლოჰერტი და თანაავტ.)  რედაქტორი; იგი არის პროფესორ გ. ნიჟარაძის მონოგრაფიაში "ახალშობილ და ჩვილ ბავშვთა ზოგიერთი დაავადებები" (1978) 3 თავის: "ახალშობილთა სეფსისი", "ციტომეგალია", "ლისტერიოზი"  და აკადემიკოს ვ. ბოჭორიშვილის სახელმძღვანელოში "სეფსისოლოგია ინფექციური პათოლოგიის საფუძვლებით" (1988) 1 თავის "ახალშობილ და ჩვილ ბავშვთა სეფსისის თავისებურებები" თანაავტორი; 9 დამხმარე სახელმძღვანელოს - "სეფსისის თავისებურებები ახალშობილ და ჩვილ ბავშვთა ასაკში" (1981); "ეპიდზედამხედველობა ინფექციურ-ანთებითი დაავადებების ძირითად გამომწვევთა ანტიბიოტიკორეზისტენტობაზე და ანტიბაქტერიული თერაპიის ტაქტიკა" (1991); "1600 კითხვა- პასუხებით კლინიკურ პედიატრიაში" (1994); "13 ვერაგი დაავადება" (1994); "ბავშვთა მოსახლეობის იმუნიზაცია" (1995/98); "ახალშობილის კრუნჩხვა" (1997); "პედიატრია" - სასერტიფიკაციო ტესტ-კითხვარი (1999); "ბედნიერი დედობის თანამგზავრი" (2000); "პერინატალური ინფექცია" (2002) ავტორი და კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო სტანდარტის 10 გაიდლაინის თანაავტორი; გამოქვეყნებული აქვს 305 სამეცნიერო ნაშრომი; მათ შორის 101 (მ/შ საერთაშორისო-28) საჟურნალო სტატია, დანარჩენი კი - კონგრესების მასალებსა 104 (მ/შ საერთაშორისო-44)  და კონფერენციათა თეზისებში 100 (მ/შ საერთაშორისო-61); იგი 15 რაციონალური წინადადება/გამოგონების ავტორია და 19 საკანდიდატო/სადოქტორო დისერტაციების ხელმძღვანელი.

მონაწილეობა აქვს მიღებული 20 ქვეყნის (აშშ, დიდი ბრიტანეთი, ავსტრია, დანია, ისრაელი, კანადა, ნიდერლანდები და სხვ.)  საერთაშორისო ფორუმებში. მათ შორის, ორალური მოხსენებები - ქემოთერაპევტთა XVIII საერთაშორისო კონგრესზე (სტოკჰოლმი, 1993), პედიატრთა XXII მსოფლიო კონგრესზე (ამსტერდამი, 1998) და სხვ.; აგრეთვე პოსტერული მოხსენებები - ევროპის ქემოთერაპევტთა I სამეცნიერო კონფერეციაზე (ბუდაპეშტი,1993),  III საერთაშორისო კონგრესზე "ჰოსპიტალური ინფექცია" (ლონდონი, 1994), ევროპის მიკრობიოლოგთა და ინფექციონისტთა VII საერთაშორისო კონგრესზე (ვენა, 1995), სამედიცინო მიკოლოგთა ევროპის კონფედერაციის II საერთაშორისო კონგრესზე (ბრიუსელი, 1995), ქემოთერაპევტთა XIX საერთაშორისო კონგრესზე (მონრეალი, 1995), ბაქტერიოლოგთა და მიკრობიოლოგთა VIII საერთაშორისო კონგრესზე (იერუსალიმი,1996), ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების ქემოთერაპევტთა X საერთაშორისო კონგრესზე (ანტალია,1996), ინფექციურ დაავადებათა VIII საერთაშორისო კონგრესზე (ბოსტონი, 1998) და სხვ. ამასთან, იგი იყო ევროპის ქემოთერაპევტთა და ინფექციონისტთა VII (ბუდაპეშტი, 2005) და VIII (ფლორენცია, 2006) კონგრესების სამეცნიერო კომიტეტის წევრი; იგი ამერიკის პედიატრთა აკადემიის საგაზაფხულო სესიის მონაწილეა (1998, ატლანტა).

პროფესორ ი. ფავლენიშვილის  მოხსენებათა აბსტრაქტები (თეზისები) დაბეჭდილია  -  "ინფექციურ დაავადებათა VI საერთაშორისო კონგრესის (პრაღა, 1994), "ხმელთაშუა ზღვის ქემოთერაპიის IX კონგრესის" (1994, მილანი), "ანაერობულ ბაქტერიათა და ინფექციების I საერთაშორისო კონგრესის (1995, სან-ჰუანი), "პედიატრ-პულმონოლოგთა II საერთაშორისო კონგრესის (1996, ნიცა), "ქემოთერაპევთა X ხმელთაშუა ზღვის კონგრესის (1996, ანტალია), "პედიატრიული ალერგიის და კლინიკური იმუნოლოგიის  ევროპული საზოგადოების VIII კონგრესის (1997, ლისაბონი), ქემოთერაპევტთა II ევროპული კონგრესის (1998, ჰამბურგი), ანაერობულ ბაქტერიათა და ინფექციების II მსოფლიო კონგრესის (1998, ნიცა), ინფექციათა თერაპიის II საერთაშორისო კონფერენციის (1998, ფლორენცია), "ევროპის ქემოთერაპევტთა საზოგადოების VI სამეცნიერო კონფერეციის" (1999, სტამბული), "ახალშობილთა სკრინინგის საერთაშორისო საზოგადოების IV საერთაშორისო კონფერენციის" (1999, სტოკჰოლმი), ბაქტერიოლოგთა და მიკრობიოლოგთა IX  საერთაშორისო კონგრესის" (1999, სიდნეი), "ქემოთერაპიისა და ინფექციის IV საერთაშორისო კონგრესის" (2002, პარიზი), "იმუნორეაბილიტაციის საერთაშორისო კონგრესის" (2002, სინგაპური), საერთაშორისო კონგრესის "უწყვეტი პროფესიული განვითარება და ტრენინგი ზოგადი პრაქტიკაში" (2006, გენუა), "სქესობრივად გადამდებ დაავადებათა XXV კონფერენციის" (2010, თბილისი) გამოცემებში. იგი, როგორც საქართველოში პოლიომიელიტის ერადიკაციის სასერტიფიკაციო კომიტეტის თავმჯდომარე, წლების განმავლობაში წარადგენდა საქართველოს წლიურ ანგარიშებს პოლიომიელიტის ერადიკაციის ევროპის სასერტიფიკაციო კომისიის სხდომებზე. კერძოდ, "პოლიომიელიტის ლიკვიდაცია ევროპის რეგიონში" (კიშინიოვი, 2000), აგრეთვე ევროპის რეგიონის სასერტიფიკაციო კომისიების XII (2002), XXII (2009), XXV(2011), XXVI (2012) სხდომებზე კოპენჰაგენში. 

პროფესორ ი. ფავლენიშვილს, როგორც ექსპერტს, მონაწილეობა აქვს მიღებული მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვთა ფონდის კონფერენციებსა თუ სამუშაო შეხვედრებზე - "ვაქცინაცია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში" (1993, კიევი), "წამალთა რაციონალური გამოყენება" (1998, მოსკოვი), "ბავშვზე მზრუნველობის ალტერნატიული ინსტიტუციები" (1994, რიგა), "ბავშვთა ავადობა და მოკვდაობა" (სტამბოლი, 2005), "ვაქცინაციისშემდგომი გართულებები ბავშვთა ასაკში" (2005, მოსკოვი), "ბავშვთა კვების და განვითარების გლობალური სტრატეგია" (2007, ტაშკენტი), "ბავშვთა დაავადებების ინტეგრირებული მართვის იმპლემენტაცია დიპლომამდელ განათლებაში" (2008, ტაშკენტი), "პოლიოვაქცინაცია და მწვავე დუნე დამბლა" ( 2019, სტამბოლი) და სხვ.; გარდა ამისა მონაწილეობა აქვს მიღებული სამუშაო შეხვედრებში. კერძოდ, "რეზიდენტურა პედიატრიულ დისციპლინებში" (1998), "ახალშობილთა რეანიმაციის მეთოდის დანერგვა საქართველოს სამშობიაროებში" (2003), "კურიკულუმის განვითარება, სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის სტანდარტები და ევოლუცია" (2006), "ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარება" (2006), "ბავშვთა და მოზარდთა ჯანმრთელობისა და განვითარების სტრატეგია" (2007), "პერინატალური ზედამხედველობა: შეფასებიდან დაგეგმარებისაკენ" (2007), "სამედიცინო განათლება და კვლევა: საზღვრების გარეშე" (2007), "დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლება და უწყვეტი პროფესიული განვითარება ევროპაში: ჰარმონიზაცია და პერსპექტივები" (2007), "როტავირუსის და დიარეულ დაავადებათა კონტროლი" (2008), "კლინიკური გაიდლაინების ადაპტაცია და სტრატეგიის შემუშავება საქართველოში სტაციონარული დახმარების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით" (2009), "ოჯახის დაგეგმარების სასწავლო გეგმის შემუშავება დიპლომამდელ განათლებაში" (2009), "ქვეყანაში ფოლიუმის მჟავას დეფიციტით გამოწვეული ჯანმრთელობის პრობლემების აღმოფხვრა" (2011), "ევროპის კვლევის სივრცეში საქართველოს ინტეგრირების შესაძლებლობები" (2011), "ვაქცინაციის უსაფრთხოება და წინააღმდეგჩვენებები" (2016), "ახალი გამოწვევები ვაქცინაციის შემდგომი გვერდითი მოვლენების მეთვალყურეობაში" (2018); პროფ. ი. ფავლენიშვილი არაერთი საერთაშორისო თუ ადგილობრივი პროექტების მონაწილეა, კერძოდ ევროგანვითარების პროგრამა "დიპლომისშემდგომი განათლება და უსაფრთხო დედობა" (2000-2002), "მტკიცებითი მედიცინა დიპლომისშემდგომ განათლებაში" (2003), "პედიატრია - სახელმწიფო სარეზიდენტო პროგრამა" (2003), "ნეონატოლოგია - სახელმწიფო სარეზიდენტო პროგრამა" (2003), "საქართველოში უწყვეტი სამედიცინო განათლების რეორგანიზაციისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემების ჩამოყალიბების კონცეფცია" (2004), "ექიმთა დიპლომისშემდგომი პროფესიული მზადების (რეზიდენტურის) სისტემის განვითარების კონცეფცია" (2001), "პედიატრია - სპეციალობის მოცულობა, აღწერილობა/სპეციფიკაცია" (2004), "გაიდლაინების შემუშავება ნეონატოლოგიაში" (2007), "ზრდასრულთა სწავლებისა და განათლების მდგომარეობა და განვითერების გზები" (2008), "ინტეგრირებული და პრობლემაზე ორიენტირებული სწავლება" (2009), "ბავშვთა მიმართ ძალადობის და უგულველყოფის საკითხები დიპლომამდელ და დიპლომისშემდგომ განათლებაში" (2009-2010), "კლინიკური გაიდლაინები ნეონატოლოგიასა და მეანობაში" (2011-2013), "მშობლის და ბავშვის წიგნი" (2009-2010), "საქართველოში ბავშვთა მიმართ ძალადობა და უგულველყოფა" (2009-2012), "ნეონატოლოგიაში კლინიკური მდგომარეობების მართვის სახელმწიფო სტანდარტები" (2012), "იშვიათ დაავადებათა ნაციონალური სტრატეგიის ევროპული პროექტი" (2012-2015).

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.271; თბილისის საკრებულოს ვებ-გვერდი: tbsakrebulo.gov.ge

Member of Organizations

  • ამერიკის პედიატრთა აკადემია, წევრი (1996-)
  • ამერიკულ–ქართული სამედიცინო აკადემია , დამფუძნებელი
  • ანაერობულ ბაქტერიათა და იმუნოდეფიციტურ დაავადებათა საერთაშორისო საზოგადოება, წევრი (1991-)
  • ევროპის ქემოთერაპევტთა და ინფექციონისტთა საერთაშორისო საზოგადოება, წევრი (1993-)
  • თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის საბჭო, წევრი (2006-)
  • თსსუ სამეცნიერო შრომათა კრებული, სარედაქციო კოლეგიის წევრი (2007-2009)
  • ინფექციურ დაავადებათა საერთაშორისო საზოგადოება, წევრი (1995-)
  • მედიცინისა და ქირურგიის ამერიკულ-ქართული აკადემია, დამფუძნებელი (1995-)
  • პოფ. გ. ნიჟარაძის სახელობის ჟურნალი "ნეონატოლოგია", დამფუძნებელი, სარედაქციო საბჭოს წევრი (2017-)
  • პროფესიული განვითარების საბჭო, წევრი (2006-)
  • ჟურნალი "ნეონატოლოგიის მაცნე" , სარედაქციო კოლეგიის წევრი (2005-2007)
  • ჟურნალი "სადიაგნოსტიკო ულტრასონოგრაფია", სარედაქციო საბჭოს წევრი (1999-2004)
  • ჟურნალი "საქართველოს პედიატრი", რედაქტორის მოადგილე (1992-2003)
  • ჟურნალი "საქართველოს სამედიცინო მოამბე", სარედაქციო საბჭოს წევრი (2005-2009)
  • ჟურნალი "სოციალური პედიატრია", სარედაქციო კოლეგიის წევრი (2000-2002)
  • ჟურნალი "სოციალური, ეკოლოგიური და კლინიკური პედიატრია", სარედაქციო კოლეგიის წევრი (2011-)
  • საქართველოს ელიავა-დერელის საზოგადოება, გამგეობის წევრი (1998-)
  • საქართველოს ნეონატოლოგთა ასოციაცია, ვიცე-პრეზიდენტი (1995-)
  • საქართველოს პედიატრ-ქემოთერაპევტთა საზოგადოება, პრეზიდენტი (1998-)
  • საქართველოს პედიატრთა აკადემია, ვიცე-პრეზიდენტი (2012-)
  • საქართველოს პედიატრთა ასოციაცია, ვიცე-პრეზიდენტი (1991-2009)
  • საქართველოს რევმატოლოგთა ასოციაცია, წევრი (1997-)
  • საქართველოს რესპირაციული ჟურნალი, სარედაქციო საბჭოს წევრი (2007-)
  • საქართველოს საბუნებისმეტყველო აკადემია, ნამდვილი წევრი (2019-)
  • სოციალური პედიატრიის დაცვის ფონდი, წევრი (1997-)

Awards and Honors

  • 2021 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 2019 - ევრომეცნიერების საქართველოს ეროვნული სექციის პრეზიდიუმის სიგელი
  • 2016 - საქართველოს ნეონატოლოგთა ასოციაციის "ოქროს ფონენდოსკოპი"
  • 2003 - მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის "ოქროს მედალი"
  • 2001 - სოციალური პედიატრიის დაცვის ფონდის "ვერცხლის მედალი"
  • 1997 - სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის დიპლომი
    ხანგრძლივი და ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის
  • 1996 - ახალი ორლეანის საპატიო მოქალაქე
  • 1996 - ლუიზიანას შტატის სამედიცინო საზოგადოების დიპლომი (აშშ)
  • 1994 - ჰოსპიტალური ინფექციის საერთაშორისო საზოგადოების პრემია (დიდი ბრიტანეთი)
  • 1993 - საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში (ერთობლივი გამარჯვება)
    გამოქვეყნებული სახელმძღვანელოსათვის "ახალშობილთა დაავადებები"
  • 1993 - სოდერბერგის ფონდის პრემია (შვედეთი)
  • 1989 - ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის სახელობის მედალი
  • 1989 - ექიმთა დახელოვნების თბილისის სახ. ინსტიტუტის დიპლომი
    აქტიური და ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის

Bibliography


Share: