შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით ფრუიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1982 წელს. 1983–1988წწ. იყო ბავშვთა რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციის განყოფილების ექიმი ორდინატორი; 1988–1993წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ბავშვთა ქირურგიის კათედრის ასისტენტი; 1993 წლიდან თბილისის სახელმწიფო აკადემიის ბავშვთა ქირურგიის კათედრის დოცენტი; 1995 წლიდან – ბავშვთა საავადმყოფო "რესპუბლიკის" რეანიმაციის განყოფილების გამგე. ავტორია 5 სამეცნიერო ნაშრომის კრიტიკული მედიცინის საკითხებზე. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "T და B ლიმფოციტების ულტრასტრუქტურული და ციტოქიმიური ცვლილებები ბრონქიალური ასთმის დროს ბავშვებში", დაიცვა 1988 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.277 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |