Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნიკოლოზ ფრუიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1982 წელს. 1982–1984წწ. იყო სსრკ მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის ბაკულევის სახელობის გულ–სისხლძარღვთა ქირურგიის ინსტიტუტის კლინიკური ორდინატორი; 1984–1987წწ. ამავე ინსტიტუტის ასპირანტი; 1987–1995წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის ჰოსპიტალური ქირურგიის კათედრის ასისტენტი; 1995 წლიდან ამავე კათედრის დოცენტი; 2004-2010წწ. მუშაობდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილედ. ავტორია 23 სამეცნიერო ნაშრომის ქირურგიის აქტუალურ საკითხებზე. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ცენტრალური ჰემოდინამიკის თავისებურებანი ახალშობილებში გულის თანდაყოლილი მანკების რადიკალური კორექციის შემდგომ უახლოეს პერიოდში", დაიცვა 1988 წელს. სადოქტორო დიასერტაციის თემა - "მუცლის ღრუს ცეცხლნასროლი ჭრილობები", დაიცვა 2004 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.277; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.315 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |