The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ალექსანდრე ქისტაური

ალექსანდრე ქისტაური
Date of birth:10 November, 1948  (75 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების დგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1972 წელს.

1972–1974წწ. იყო თეთრიწყაროს რაიონული საავადმყოფოს ექიმი თერაპევტი; 1972–1974წწ. იყო თეთრიწყაროს რაიონული საავადმყოფოს ექიმი თერაპევტი; 1974–1979წწ. ამიერკავკასიის რკინიგზის პროფ. ნ. კახიანის საგზაო კლინიკური საავადმყოფოს ენდოკრინოლოგიური განყოფილების ექიმი–ორდინატორი; 1979–1982წწ. ენდოკრინოლოგიური განყოფილების გამგე; 1981–1984წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ჰოსპიტალური თერაპიის კათედრის ასისტენტი, 1984–1992წწ. დოცენტი, 1992–1993წწ. პროფესორი; 1993 წლიდან ამავე კათედრის გამგე; 2012 წლიდან თსსუ შინაგანი მედიცინის დეპარტამენტის პროფესორი და ხელმძღვანელი. ავტორია 150 სამეცნიერო ნაშრომის და 3 წიგნის. 1993–2014 წწ. სამეცნიერო–პრაქტიკულ ხელმძღვანელობას უწევდა რკინიგზის თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოს თერაპიულ კლინიკას, ხოლო 2015 წლიდან ხელმძღვანელობს თსსუ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის შინაგანი მედიცინის დეპარტამენტს. ექიმი–მკურნალი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, აკადემიკოსი. შემუშავებული აქვს დიაბეტური ტერფის და დიაბეტური ოსტეოართროპათიის პრიორიტეტული სამკურნალო მიმართულება.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ძვლის პათოლოგია შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებში", დაიცვა 1982 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "კალციუმის ჰომეოსტაზის დარღვევათა პათოგენეზი და კომპლექსური მკურნალობა შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებში", დაიცვა 1991 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.287

Member of Organizations

  • ნიუ–იორკის მეცნიერებათა აკადემია, ნამდვილი წევრი
  • საქართველოს აგრო–ტექნოლოგიური აკადემია, წევრი
  • საქართველოს დიაბეტური ტერფის ასოციაცია, პრეზიდენტი (2015-)
  • საქართველოს ენდოკრინოლოგთა საბჭო, წევრი
  • საქართველოს ექიმთა ასოციაცია, წევრი
  • საქართველოს თერაპევტთა ასოციაცია, წევრი
  • საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (2017-)
  • საქართველოს შინაგანი მედიცინის ასოციაცია, პრეზიდენტი (2015-)

Bibliography


Share: