The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ბონდო ქობულია

Date of birth:1 June, 1938  (85 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1962 წელს.

1962–1967წწ. იყო მეცნიერებათა აკადემიის ქირურგიის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1967–1973წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის შინაგან სნეულებათა პროპედევტიკის კათედრის ასისტენტი; 1973–1974წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ჰოსპიტალური თერაპიის კათედრის ასისტენტი; 1974–1982წწ. ამავე კათედრის დოცენტი; 1984–1989წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის შინაგან სნეულებათა N2 კათედრის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1984–1987წწ. კათედრის დოცენტი, 1987–1990წწ. პროფესორი. 1990 წლიდან კარდიოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი. ავტორია 130 სამეცნიერო ნაშრომის, გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფიები. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 8 საკანდიდატო დისერტაცია. არის კარდიოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "გაზთა ცვლა და ჰემოდინამიკა პნევმორორაქსის და პულმონეკტომიის დროს ფილტვების ხელოვნური "დოზირებული" ვენტილაციის პირობებში", დაიცვა 1966 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "გულის იშემიური დაავადება და მაობლიტირებელი ათეროსკლეროზის (ქვემო კიდურების) პათოგენეზი და ზოგადი და რეგიონალური ჰემოდინამიკის დიაგნოსტიკა ჟანგბადის გაჯერების ტრანსკუტანული მონაცემებით", დაიცვა 1987 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.284

Member of Organizations

  • ევროპის კარდიოლოგთა ასოციაცია, საპატიო წევრი (1995-)
  • საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოება, პრეზიდენტი

Bibliography


Share: