The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ელენე ქუთათელაძე

Legal name:ლეილა ქუთათელაძე
Date of birth:3 January, 1911  (113 years)
Date of death:200?
Category:Medical Doctor

Biography

დაბადების გილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1931 წელს.

1930–1938წწ. იყო კურორტოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ექიმი–ბიოქიმიკოსი; 1939–1992წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ბიოქიმიის კათედრის ასისტენტი, დოცენტი, პროფესორი; 1969–1985წწ. ამავე კათედრის გამგე; 1992 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტიდან მოწვეული პროფესორი. ავტორია 100–მდე სამეცნიერო ნაშრომის, გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფიები; მისი ხალმძღვანელობით დაცულია 35 საკანდიდატო და 2 სადოქტორო დისერტაცია. არის ექიმი, ბიოქიმიკოსი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "შარდოვანას გავლენა კრეატინ–კრეატინინის ცვლაზე", დაიცვა 1939 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ჰისტამინის გავლენა ღვიძლის ფუნქციებზე", დაიცვა 1951 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.289

Awards and Honors

  • 1998 - ღირსების ორდენი
    მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და სისტემის რეორიენტაციის პროცესში აქტიური მონაწილეობისათვის
  • საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • მედალი "ჯანმრთელობის დაცვის ფრიადოსანი"
  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი

Bibliography


Share: