შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თეიმურაზ ღიბრაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1949 წელს. 1950–1953წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის, ალ. ნათიშვილის სახელობის ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტი; 1954–1960წწ. უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1960 წლიდან ხელმძღვანელობს განყოფილებას. ავტორია 205 სამეცნიერო ნაშრომის გულსისხლძარღვთა სისტემის მორფოლოგიის საკითხებზე. გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფიები. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 19 სადოქტორო და საკანდიდატო დისერტაცია. ექიმი-ანატომი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ფარისებრი ჯირკვლის არტერიები და კაპილარები", დაიცვა 1954 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა - "ბრონქების და ფილტვის სისხლძარღვები ნორმის, ექსპერიმენტისა და პათოლოგიის პირობებში", დაიცვა 1963 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.295 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |