The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თამარ ყანდაშვილი

თამარ ყანდაშვილი
Date of birth:25 March, 1960  (64 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1983 წელს.

1983–1986წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის შინაგან დაავადებათა N1 კათედრის კლინიკური ორდინატორი; 1986–1987წწ. ნ. კახიანის სახელობის რკინიგზის კლინიკური საავადმყოფოს ექიმი ორდინატორი; 1987 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შინაგან დაავადებათა პროპედევდიკის კათედრის ასისტენტი; 1998-2006 წწ. ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის შინაგან დაავადებათა კათედრის დოცენტი. აკად. ვაჟა ივერიელის სახელობის ენდოკრინოლოგია–მეტაბოლოგია–დიეტოლოგიის ცენტრი "ენმედიცი"– ს ექიმი-თერაპევტი, გასტროენტეროლოგი 2011 წლიდან; 1999 წლიდან ჯანდაცვის დეპარტამენტის სამედიცინო საქმიანობის მართვისა და სამედიცინო დახმარების ხარისხის კონტროლის სამმართველოს მთავარი სპეციალისტ-თერაპევტი; 2004 წლიდან საქართველოს  შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს  ექსპერტი თერაპევტი; 2013 წლიდან საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება, გამგეობის წევრი და ექსპერტი სპეციალობებში: შინაგანი სნეულებანი, გასტროენტეროლოგია; 2014 წლიდან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ექსპერტი "შინაგანი მედიცინა" და "გასტროენტეროლოგია"; თერაპიული მიმართულების კლინიკური მდგომარეობების მართვის 7 სახელმწიფო სტანდარტის(პროტოკოლის) თანაავტორი. არის სხვადასხვა პროექტების ავტორი და თანაავტორი: "ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებისათვის გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა პრევენცია"(ჯანდაცვის სამინისტრო, საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის გრანტი, პროექტის ავტორი), "თსუ მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის – ფაქტებზე დამყარებული მედიცინის განვითარება – სასწავლო კურსის დანერგვა და უზრუნველყოფა"(ფონდი "ღია საზოგადოება საქართველოს" გრანტი, პროექტი– pH/-1/02, პროექტის ავტორი), საქართველოს ბავშვთა განვითარების და რეაბილიტაციის ფონდისთვის «Sonnenschein» გერმანიის საელჩოს ტექნიკური დახმარების ფონდის გრანტის პროექტის თანაავტორი. ავტორია 56 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება ჰეპატოლოგიას, ლაზეროთერაპიას, მინერალურ ცვლას. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შინაგან დაავადებათა N3 დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი (2015).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ლაზეროთერაპიის ეფექტურობა ღვიძლის ცეროზისა და ქრონიკული ჰეპატიტების კომპლექსურ მკურნალობაში", დაიცვა 1994 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ. - 2000.- გვ.298; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.67

Member of Organizations

  • საქართველოს ჰეპატოლოგთა ასოციაცია, პრეზიდენტი (2004-)

Awards and Honors

  • 1999 - ღირსების მედალი
    მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვაში შეტანილი დიდი წვლილისათვის, ჯანდაცვის სისტემის რეორიენტაციის პროცესში აქტიური მონაწილეობისა და ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის

Bibliography


Share: