შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თეიმურაზ ჯორბენაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1967 წელს. 1967-1970წწ. იყო ექსპერიმენტალური და კლინიკური ქირურგიის ინსტიტუტის ასპირანტი; 1971-1976წწ. ამავე ინსტიტუტის უმცროსი, 1976-1984წწ. უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ხოლო 1984-1991წწ. დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში. 1991-1993წწ. ექსპერიმენტარული მორფოლოგიის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელია, 1993 წლიდან თბილისის კლინიკური პათოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორი, 1998 წლიდან კი თბილისის სახელმწიფო სამედინინო უნივერსიტეტის პათოლოგიის კათედრის გამგე. ავტორია 87 სამეცნიერო ნაშრომისა რეანიმაციული და პოსტრეანიმაციული პათოლოგიის, ონკომორფოლოგიის და ტრანსპლანტოლოგიის საკითხებზე. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 3 საკანდიდატო და 1 სადოქტორო დისერტაცია. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მიოკარდიუმისა და ღვიძლის მორფო-ფუნქციური ცვლილების და მათი შექცევადობის შესწავლისათვის ორგანიზმის კლინიკური სიკვდილიდან გამოყვანის შემდეგ", დაიცვა 1971 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ადენოჰიპოფიზისა და თირკმელზედა ჯირკვლების მორფოლოგიური ცვლილებები პოსტრეანიმაციულ პერიოდში", დაიცვა 1990 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.379; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.54; თსუ: tsu.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |