Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მარინე ჯანელიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1975 წელს. 1975-1977წწ. გაიარა კლინიკური ორდინატურის კურსი ნევროლოგიის ინსტიტუტში; 1977-1980წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ასპირანტი; შემდეგ, ნევროლოგიის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თამამშრომელი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი და დირექტორის მოადგილე; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, კლინიკური ნევროლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. საერთაშორისო და ადგილობრივ სამეცნიერო ჟურნალებში გამოქვეყნებული მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, საერთაშორისო კლინიკური კვლევების მთავარი მკვლევარი; საქართველოს ნევროლოგიური ფორუმის დამფუძნებელი. მის სამეცნიერო ნაშრომებში გაშუქებულია ნეიროიმუნოლოგიის, ინსულტების ეპიდომოლოგიის და დემენციის სხვადასხვა ასპექტები. ექიმი-ნევროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "Некоторые показатели имунитета и система имунитета у больных и вторично генерализованных епилептическим припадком и височной эпилепсии", დაიცვა 1981 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "პირველადი დემენციების ნევროლოგიური ასპექტები", დაიცვა 1995 წელს. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.394; ნიუჰოსპიტალს: newhospitals.ge Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |