The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მალხაზ ხუნდაძე

დაბადების თარიღი:13 ივლისი, 1946  (77 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1970 წელს.

1970-1975წწ. იყო ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის  სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ექიმი-ორდინატორი; 1975-1984წწ. უმცროსი, ხოლო 1984-1991წწ. უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1991-1995წწ. ლაბორატორიის ხელმძღვანელი; 1995-1996წწ. ჯანდაცვის სახელმწიფო ფონდის დირექტორის მოადგილე; 1996-1997წწ. ამავე ფონდის დირექტორი. 1997 წლიდან სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო კომპანიის დირექტორის მოადგილე. ავტორია 97 სამეცნიერო ნაშრომისა ქირურგიული გასტროენტეროლოგიის და პორტული ჰიპერტენზიის პრობლემებზე.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ჰემოდინამიკა ღვიძლის ტოტალური არტერიალიზაციის დროს", დაიცვა 1984 წელს.

 წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.368

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ქირურგთა სამეცნიერო საზოგადოება , წევრი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: