Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თინათინ წერეთელი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ-ეკონომიკური ფაკულტეტი 1926 წელს. მუშაობდა სხვადსახვა ორგანიზაციაში პრაქტიკოს-იურისტად; 1934-1937წწ. სსრ სახკომსაბჭოში იურისტ-კონსულტანტად; 1933 წლიდან ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ მუშაობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; კითხულობდა ლექციებს სამოქალაქო სამართალში; 1937-1944წწ. მიჰყავდა სპეციალური კურსი: "მოძღვრება დანაშაულზე"; 1950-1952წწ. იყო იურიდიული ფაკულტეტის დეკანი; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკურ და სამართლის ინსტიტუტის სამართლის სექტორის ორგანიზატორი და ხელმძღვანელი; მონაწილეობდა საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის მომზადებაში; იყო რუსულ-ქართული იურიდიული ტერმინოლოგიის თანაავტორი და მთავარი რედაქტორი(1963). იკვლევდა სისხლის სამართლის ზოგად თეორიულ პრობლემებს, დანაშაულისა და პასუხისმგებლობის საკითხებს, სისხლის სამართლის საფუძვლებს. იგი მონაწილეობდა არაერთ საერთაშორისო თუ საკავშირო კონგრესებსა და სიმპოზიუმების მუშაობაში. იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი (1950), პროფესორი (1951), სისხლის სამართლის ქართული სკოლის ფუძემდებელი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987, გვ. 307; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: newspaper.tsu.ge Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |