The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თინათინ წერეთელი

თინათინ წერეთელი
Date of birth:25 July, 1903
Date of death:8 July, 1980  (at 76 years)
Category:Lawyer, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ-ეკონომიკური ფაკულტეტი 1926 წელს.

მუშაობდა სხვადსახვა ორგანიზაციაში პრაქტიკოს-იურისტად; 1934-1937წწ. სსრ სახკომსაბჭოში იურისტ-კონსულტანტად; 1933 წლიდან ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ მუშაობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; კითხულობდა ლექციებს სამოქალაქო სამართალში; 1937-1944წწ. მიჰყავდა სპეციალური კურსი: "მოძღვრება დანაშაულზე"; 1950-1952წწ. იყო იურიდიული ფაკულტეტის დეკანი; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკურ და სამართლის ინსტიტუტის სამართლის სექტორის ორგანიზატორი და ხელმძღვანელი; მონაწილეობდა საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის მომზადებაში; იყო რუსულ-ქართული იურიდიული ტერმინოლოგიის თანაავტორი და მთავარი რედაქტორი(1963). იკვლევდა სისხლის სამართლის ზოგად თეორიულ პრობლემებს, დანაშაულისა და პასუხისმგებლობის საკითხებს, სისხლის სამართლის საფუძვლებს. იგი მონაწილეობდა არაერთ საერთაშორისო თუ საკავშირო კონგრესებსა და სიმპოზიუმების მუშაობაში. იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი (1950), პროფესორი (1951), სისხლის სამართლის ქართული სკოლის ფუძემდებელი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987, გვ. 307; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: newspaper.tsu.ge

Member of Organizations

  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპოდენტი (1967-)

Awards and Honors

  • 1960 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი

Bibliography


Share: