Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვახტანგ ყიფიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1967 წელს. 1967–1970წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პათოფიზიოლოგიის კათედრის ასპირანტი; 1970–1976წწ. ასისტენტი; 1976–1988წწ. დოცენტი; 1988–1990წწ. პროფესორი; 1990 წელს კათედრის გამგე. 1994-2005წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პრორექტორი სამეცნიერო ნაწილში. ავტორია 100–ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფია. იყო ორი სადოქტორო და ხუთი საკანდიდატო დისერტაციის ხელმძღვანელი და კონსულტანტი. პათოფიზიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სისხლძარღვოვანი რეაქციები შრატის მიერ სენსიბილიზაციის დროს", დაიცვა 1971 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "რეგიონული სისხლის მიმოქცევა და მიკროჰემოცირკულაცია ექსპერიმენტული სიმსივნური ზრდის პროცესში", დაიცვა 1987 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ. - 2000.- გვ.299; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.78 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |