The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნინო ყიფიანი

ნინო ყიფიანი
დაბადების თარიღი:7 სექტემბერი, 1968  (56 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1991 წელს.

1995 წლიდან - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  ინფექციურ დაავადებათა კათედრის თანამშრომელი; პრეზიდენტის სტიპენდიანტი (1997). ავტორია სამეცნიერო ნაშრომებისა, რომლებიც ეხება სეფსისის, ჰეპატიტის, მიკროჰემოცირკულაციისა და მეტაბოლურ პროცესებს. ექიმი-ინფექციონისტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1999), პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "რეგიონული სისხლის მიმოქცევა და მიკროჰემოცირკულაცია ექსპერიმენტული სტაფილოკოკური სეფსისის პროცესში", დაიცვა 1995 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ჟანგვითი პროცესების დარღვევები, მათი მექანიზმები და შედეგები ვირუსული ჰეპატიტების დროს", დაიცვა 1999 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ. - 2000.- გვ.300; საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.375

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1997 - პრეზიდენტის სტიპენდიანტი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: