Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თამარ შიშნიაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ლვოვი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სტომატოლოგიური ფაკულტეტი 1971 წელს. 1972–1983წწ. იყო თბილისის მე-4 სტომატოლოგიური პოლიკლინიკის ფილიალის გამგე; 1983–1993წწ. - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ბავშვთა ასაკის სტომატოლოგიის კათედრის ასისტენტი; 1993 წლიდან - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბავშვთა ასაკის სტომატოლოგიის კათედრის დოცენტი. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბავშვთა და მოზარდთა თერაპიული სტომატოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; ავტორია სამეცნიერო ნაშრომებისა, 2 გამოგონების და 3 მეთოდური რეკომენდაციის. ექიმი-სტომატოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სტომატოლოგიურ ავადმყოფთა პრემედიკაცია", დაიცვა 1979 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - საქართველოს ბავშვთა მოსახლეობის ძირითადი სტომატოლოგიური დაავადებების სიტუაციური ანალიზი და პროფილაქტიკურ ღონისძიებათა ორგანიზაცია", დაიცვა 1998 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში: თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.316; საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.379; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი: tsmu.edu Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |