Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვახტანგ შოშიაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: გურჯაანის რაიონი, სოფელი ველისციხე. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1985 წელს. 1985–1987წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ანესთეზიოლოგია–რეანიმატოლოგიის კათედრის კლინიკური ორდინატორი; 1987–1989წწ. ონკოლოგიური სამეცნიერო ცენტრის ანესთეზიოლოგია–რეანიმატოლოგიის კათედრის კლინიკური ორდინატორი; 1989–1992წწ. საკავშირო ონკოლოგიური სამეცნიერო ცენტრის ანესთეზიოლოგიის განყოფილების ასპირანტი; 1992 წლიდან თბილისის ონკოლოგიური სამეცნიერო ცენტრის ანესთეზიოლოგიის განყოფილების ექიმი–ორდინატორია. ავტორია 14 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება ბავშვთა ცერებრული დამბლის ქირურგიული მკურნალობის შედეგებს, აპენდიქსის მიქსოგლობულოზის შემთხვევას, მოცირკულირე სისხლის მოცულობის გაზომვის რეოგრაფიულ მეთოდს, პერიოპერაციული იმუნოკორექციის საკითხებს ონკოლოგიაში. ანესთეზიოლოგ-რენიმატოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "პერიოპერაციული იმუნოკორექცია ონკოლოგიურ ავადმყოფებთან", დაიცვა 1992 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.317 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |