The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი ჩახუნაშვილი

გიორგი ჩახუნაშვილი
Date of birth:7 June, 1954  (69 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1979 წელს.

1979–1981წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული კათედრის კლინიკური ორდინატორი; 1981–1993წწ. ამავე კათედრის ასისტენტი; 1993–1996წწ. დოცენტი; 1996-2006წწ. ამავე კათედრის პროფესორი; 1997-2009წწ. თსსუ პედიატრიული კლინიკის დირექტორის მოადგილე; 2009-2011წწ. შ.პ.ს გ. ჟვანიას სახელობის პედიატრიული კლინიკის დირექტორის მოადგილე; 2002 წელს არჩეულ იქნა ქ. თბილისის მთავარ პედიატრად; 2011 წლიდან ი. ციციშვილის სახელობის პედიატრიული კლინიკის სამედიცინო დახმარების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი;  ქართველ და იაპონელ მეცნიერებთან ერთად მუშაობს ონკოლოგიის მკურნალობის საკითხებზე. კერძოდ, ბიოაქტიური ნაერთების კლინიკაში ფართო დანერგვისათვის. ავტორია 105 სამეცნიერო ნაშრომის. დასტამბული აქვს მონოგრაფია: "ექოკარდიოგრაფიული მაჩვენებლები ჯანმრთელ ბავშვებში"(1991). პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "რევმატოიდური ართრიტის სხვადასხვა ფორმების დროს ბავშვებში გულ–სისხლძარღვთა სისტემის კლინიკო–ინსტრუმენტული დახასიათება", დაიცვა 1988 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "გულ–სისხლძარღვთა სისტემის დაზიანების რისკ–ფაქტორები რევმატოიდური ართრიტისა და სისტემური წითელი მგლურას დროს ბავშვთა ასაკში; კლინიკო–ინსტრუმენტული (ექოკარდიოგრაფიული) ნაადრევი გამოვლინებანი – პროგნოზირება, პროფილაქტიკა და რეაბილიტაციის საკითხები", დაიცვა 1992 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.321; წიგნი ღირსებისა: ტ. 5./ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.78

Member of Organizations

  • ევროპის ბავშვთა რევმატოლოგთა ლიგა, წევრი
  • ევროპის კარდიოლოგთა ასოციაცია, წევრი
  • საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემია, ვიცე-პრეზიდენტი (2013-)
  • საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემია, ნამდვილი წევრი
  • საქართველოს ჰუმანიტარულ და სახელოვნებო მეცნიერებათა აკადემია, ვიცე-პრეზიდენტი (2008-)
  • საქართველოს ჰუმანიტარულ და სახელოვნებო მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოს-მდივანი (2006-2008)
  • საქრთველოს პედიატრთა საზოგადოების პრეზიდიუმი, წევრი

Awards and Honors

  • 2000 - ღირსების მედალი

Bibliography


Share: