შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ჩახუნაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1979 წელს. 1979–1981წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული კათედრის კლინიკური ორდინატორი; 1981–1993წწ. ამავე კათედრის ასისტენტი; 1993–1996წწ. დოცენტი; 1996-2006წწ. ამავე კათედრის პროფესორი; 1997-2009წწ. თსსუ პედიატრიული კლინიკის დირექტორის მოადგილე; 2009-2011წწ. შ.პ.ს გ. ჟვანიას სახელობის პედიატრიული კლინიკის დირექტორის მოადგილე; 2002 წელს არჩეულ იქნა ქ. თბილისის მთავარ პედიატრად; 2011 წლიდან ი. ციციშვილის სახელობის პედიატრიული კლინიკის სამედიცინო დახმარების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი; ქართველ და იაპონელ მეცნიერებთან ერთად მუშაობს ონკოლოგიის მკურნალობის საკითხებზე. კერძოდ, ბიოაქტიური ნაერთების კლინიკაში ფართო დანერგვისათვის. ავტორია 105 სამეცნიერო ნაშრომის. დასტამბული აქვს მონოგრაფია: "ექოკარდიოგრაფიული მაჩვენებლები ჯანმრთელ ბავშვებში"(1991). პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "რევმატოიდური ართრიტის სხვადასხვა ფორმების დროს ბავშვებში გულ–სისხლძარღვთა სისტემის კლინიკო–ინსტრუმენტული დახასიათება", დაიცვა 1988 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "გულ–სისხლძარღვთა სისტემის დაზიანების რისკ–ფაქტორები რევმატოიდური ართრიტისა და სისტემური წითელი მგლურას დროს ბავშვთა ასაკში; კლინიკო–ინსტრუმენტული (ექოკარდიოგრაფიული) ნაადრევი გამოვლინებანი – პროგნოზირება, პროფილაქტიკა და რეაბილიტაციის საკითხები", დაიცვა 1992 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.321; წიგნი ღირსებისა: ტ. 5./ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.78 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |