| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
სალომე ავალიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი კონდოლი, თელავის რაიონი. დაამთავრა თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 1923 წელს. კვალიფიკაციის ამაღლების შემდეგ მუშაობდა თბილისში სამედიცინო პარაზიტოლოგიის პროფილით. 1928–1933წწ. იყო ქობულეთის მალარიის საწინააღმდეგო სადგურის გამგე; 1933–1937წწ. ბათუმის ცენტრალური ტროპიკული სადგურის ეპიდომიოლოგი; 1937 წლიდან– დირექტორი; 1937 წელს მისი თაოსნობით პირველად აჭარაში, ბათუმის ცენტრალურ ტროფიკულ სადგურთან ყალიბდება ჰელმინთოლოგიური განყოფილება. მეორე მსოფლიო ომის დროს იყო ევაკოჰოსპიტლის უფროსის მოადგილე; 1954 წლიდან აჭარის სანიტ–ეპიდემიოლოგიური სადგურის მთავარი ექიმია. დიდი ღვაწლი მიუძღვის აჭარასა და მთელ საქართველოში მალარიის ლიკვიდაციისა და ჰელმინთოზებით ავადობის შემცირების საქმეში; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები მათ შორის "საბრძოლო ორდენი". მრავალი მეცნიერული ნაშრომის ავტორია. პირველი ექიმი-პარაზიტოლოგი ქალი, აჭარაში მალარიისა და სხვა პარაზიტული დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი დამფუძნებელი. მწერალ ნინო ავალიშვილის და. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია. – თბილისი., 1977.– გვ.61; საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ.292; საქართველოს სამედიცინო კალენდარი, 2006 წელი / ჯუმბერ ქორჩილავა .-თბ.,2006.-გვ.305-306 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

