შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სალომე ავალიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი კონდოლი, თელავის რაიონი. დაამთავრა თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 1923 წელს. 1931–1933წწ. იყო ქობულეთის მალარიის საწინააღმდეგო სადგურის გამგე; 1933–1937წწ. ბათუმის ცენტრალური ტროპიკული სადგურის ეპიდომიოლოგი; 1937 წლიდან– დირექტორი; მეორე მსოფლიო ომის დროს იყო ევაკოჰოსპიტლის უფროსის მოადგილე; ომის შემდეგ მუშაობდა აჭარის სანიტ–ეპიდემიოლოგიური სადგურის მთავარ ექიმად. დიდი ღვაწლი მიუძღვის აჭარასა და მთელ საქართველოში მალარიის ლიკვიდაციისა და ჰელმინთოზებით ავადობის შემცირების საქმეში; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. მწერალ ნინო ავალიშვილის და. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია. – თბილისი., 1977.– გვ.61 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |