The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მათე ალბუთაშვილი

მათე ალბუთაშვილი
Other name:ქისტი ჩობანი  (Pseudonym)
Date of birth:January, 1863
Date of death:1953  (at 89 years)
Category:Ethnologist, Explorer, Writer, Educator, Folklorist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ჯოყოლო, ახლანდელი ახმეტის რაიონი. 

მათე ალბუთაშვილი მითხოელი (მალხისტის თემი) იყო. შემდგომში მისი მშობლები თიანეთში, სოფელ ჩაბანოში გადმოსახლდნენ, სადაც იმ დროისთვის ემიგრირებული ქისტები ცხოვრობდნენ. ამის გამო ჩაბანოს ხეობას მთიანეთის ქისტეთსაც კი უწოდებდნენ. 1874 წელს მათე ალბუთაშვილი თიანეთის სკოლაში შეიყვანეს, კახეთში გადმოსახლების შემდეგ სწავლა ალვნის დაწყებით სკოლაში განაგრძო, 1880 წლიდან კი თელავის სემინარიაში სწავლობდა. მათე ალბუთაშვილმა სასულიერო განათლება თბილისის სასულიერო სემინარიაში მიიღო, რომლის დასრულების შემდეგ, 1893 წელს, პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში მასწავლებლად გაამწესეს. 1894 წელს მათე ალბუთაშვილი ჯოყოლოს წმინდა გიორგის ეკლესიაში მღვდლად აკურთხეს. მისი ძალისხმევით ჯოყოლოში სკოლისთვის შენობა აშენდა, რომელიც ერთადერთი სკოლა იყო ხეობაში. 1913 წელს კი ორკლასიანი სასწავლებელი სოფელ ყვარელწყალში დააფუძნა. მისი ნაშრომები გაზეთ "ივერიაში" იბეჭდებოდა. მას ეკუთვნის პანკისის ხეობის ეთნოგრაფიულ-გეოგრაფიული აღწერა; ქართული პრესის ერთ–ერთი პირველი ქისტი თანამშრომელი. წერდა "ქისტი ჩობანის" ფსევდონიმით. "ივერიასა" და "მოგზაურში" გამოაქვეყნა ფოლკლორულ–ეთნოგრაფიული მასალები, წერილები, ისტორიულ–ეთნოგრაფიული და გეოგრაფიული ნარკვევი, რომელშიც აღწერილია პანკისის ხეობა, მისი საზღვრები, ფლორა, ფაუნა, ქართული და ქისტური ლეგენდები, თქმულებები, ჩაცმულობა, არქიტექტურა, ქორწილი, შეეხო შვილების აღზრდის თემას, სისხლის საზღაურს და სხვა. ავტორია მოთხრობების: "მაგდანი", "გემბიშ ჰაჯი", "მცირეწლოვანი მესისხლე", "ყინტერ დეეხინი", "ნათაგური" და სხვ. ბავშვებისთვის წერდა შარადებს და გამოცანებს.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია.– თბ.,1977.– გვ.94; პანკისის სათემო რადიო: radioway.geგაზეთ "კვირის პალიტრის" ოფიციალური ვებგვერდი: kvirispalitra.ge

Bibliography

  • პანკისის ხეობა : ისტ.-ეთნოგრაფიული და გეოგრაფიული აღწერა (Author). - თბილისი, 2005. - 254გვ.. - ISBN: 99940-0-246-5

Share: