შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მათე ალექსიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ვეჯინი, გურჯაანის რაიონი. დაამთავრა თბილისის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტი 1933 წელს. 1939 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ძველი ქვეყნების ისტორიის კათედრაზე; 1943–1948წწ. იყო საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პროპაგანდის სექტორის გამგე; 1949–1950წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის დეკანი; 1946–1970წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ძველი ქვეყნების ისტორიის კათედრის გამგე. მუშაობდა ანტიკური ქვეყნების სოციალურ და პოლიტიკურ ისტორიულ საკითხებზე. იკვლევდა ქრისტიანული რელიგიის საკითხებსაც. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია : ტ.1 .– თბ.,1977.– გვ.105 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |