შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი აბაშიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ზედა რგანი, ჭიათურის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1931 წელს. 1931–1935 წწ. და 1938–1941 წწ. მუშაობდა აკადემიკოს გ. მუხაძესთან; 1938–1939 წწ. მონაწილეობდა ხალხინ–გოლის ბრძოლებში: 1942–1945 წწ. მონაწილეობდა II მსოფლიო ომში; 1947–1951წწ. იყო საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რესპუბლიკური ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს მთავარი ექიმი; 1958–1970 წწ. განაგებდა ექიმთა დახელოვნების თბილისის ინსტიტუტის ფთიზიოქირურგიულ კადედრას; 1970–1984 წწ. განაგებდა მის მიერვე შექმნილ პირველ პულმონოლოგიის კათედრას; 1984 წ. ამავე კათედრის პროფესორი; დაამუშავა ფილტვის ზოგიერთი ოპერაციის ახალი ანატომიერი საფუძვლები; აღწერა ფილტვის რეზექციის ორიგინალერი მეთოდი; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, მათ შორის საბრძოლო ორდენები. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1956), პროფესორი (1958). წყარო: საქართველო:ენციკლოპედია: ტ.1 .-თბ., 1997.-გვ. 19; კომპანია "ავერსი": aversi.ge; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |