The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ზურაბ ანტონოვი

ზურაბ ანტონოვი
Date of birth:21 February, 1820
Date of death:25 December, 1854  (at 34 years)
Burial location:წმ. ნიკოლოზის ეკლესიის სასაფლაო
Category:Playwright, Writer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. გორი.

მუშაობდა გორის სამაზრო სამმართველოში, შემდეგ მამისეულ სავაჭროში. 1851 წელს მსახიობად ჩაირიცხა გიორგი ერისთავის თეატრის დასში, რომელსაც მცირე ხნით ხელმძღვანელობდა კიდეც. ზურაბ ანტონოვმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქართული კრიტიკული რეალიზმის ჩამოყალიბების პროცესში. მის პიესებში "მე მინდა კნეინა გავხდე" (1851), "განა ბიძიამ ცოლი შეირთო?" (1852),  "მზის დაბნელება საქართველოში" (დაიდგა 1853, დაიბეჭდა 1876),  "ქმარი ხუთი ცოლისა" (დაიდგა 1851, დაიბეჭდა 1852), "ქორწილი ხევსურთა" (1852), "ქოროღლი" (1853), "ტივით მოგზაურობა"(1854) ასახულია მეცხრამეტე საუკუნის თბილისი, ქართული სოფლები, სხვადასხვა სოციალური წრის ცხოვრება და ზნე-ჩვეულებები. ზ. ანტონოვის ლიტერატურული სამყარო ნათელი და ცოცხალი სიუჟეტებით, იუმორითა და სარკაზმით აღსავსე დიალოგებითა და რეპლიკებით არის მდიდარი, რამაც მისი თეატრალური პოპულარობა განაპირობა. მისი კომედიები ბევრჯერ დაიდგა ქართულ თეატრში და მეტიც, ბოლო წლებშიც აქტიურად ცოცხლდება ქართულ სცენაზე. კომედიოგრაფი.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი: 1801-1952: ტ.I .-თბ.,2018.-გვ.170; განმანათლებლობა საქართველოში: იდეები და მოღვაწეები: nateba.webbreeze.netქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.128

Bibliography


Share: