The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



შალვა ამონაშვილი

შალვა ამონაშვილი
Date of birth:8 March, 1931  (93 years)
Category:Scientist, Educator, Psychologist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი 1955 წელს; ი. გოგებაშვილის სახ. პედაგოგიური მეცნიერების ინსტიტუტის ასპირანტურა 1958 წელს.

1960 წლიდან ამავე ინსტიტუტში მუშაობდა ლაბორანტად, უმცროს მეცნიერ თანამშრომლად, სწავლულ მდივნად, ლაბორატორიის გამგედ, დირექტორის მოადგილედ სამეცნიერო ნაწილში, დირექტორად. 1987–1990წწ. მუშაობდა ექსპერიმენტალურ სამეცნიერო საწარმოო პედაგოგიური გაერთიანების გენერალურ დირექტორად; 1964 წელს პროფესორ ბ. ხაჭაპურიძესთან და დოცენტ გ. ფოფხაძესთან ერთად ჩამოაყალიბა ექსპერიმენტული დიდაქტიკის ლაბორატორია; ხელმძღვანელობდა მასობრივ ექსპერიმენტებს დაწყებითი განათლების პრობლემებზე საქართველოს რამდენიმე რაიონში. ყოფილ სსრკ რესპუბლიკებში აღიარებული იყო როგორც ერთ–ერთი პედაგოგ–ნოვატორი.

წყარო: საქართველ:ენციკლოპედია: ტ.1 – თბ., 1977. – გვ. 37

Member of Organizations

  • პედაგოგთა საერთაშორისო ასოციაცია, პრეზიდენტი (1992-)
  • რუსეთის განათლების აკადემია, აკადემიკოსი (1989-)
  • სსრკ უმაღლესი საბჭოს ეროვნებათა საბჭო, წევრი (1989-1991)

Awards and Honors

  • 2022 - თბილისის საპატიო მოქალაქე

Bibliography


Share: