| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნიკოლოზ ანდრიაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა ნოვოროსიის (ოდესის) უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 1913 წელს. 1913-1914წწ. იყო ყვარლის სოფლის საექიმო უბნის ექიმი; 1914–1917წწ. მონაწილეობდა I მსოფლიო ომში, ყარსის საველე მოძრავი ჰოსპიტლებში ექიმი-ორდინატორი; 1917-1922წწ. ქ. თბილისის მიხეილის საავადმყოფოს ექიმი; 1922-1926წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის კერძო პათოლოგიისა და თერაპიის კათედრის ასისტენტი (პროფესორ სპირიდონ ვირსალაძესთან); პარალელურად ზაფხულობით იყო წყალტუბოს კურორტის მთავარი ექიმი (დირექტორი), თსუ-ის პროპედევტიკის თერაპიული კლინიკის უფროსი ასისტენტი (პროფესორ შალვა მიქელაძესთან); 1932–1941წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ინფექციურ სნეულებათა კათედრის გამგე; 1942 წლიდან მონაწილეობდა II მსოფლიო ომში. დიდი ღვაწლი მიუძღვის საქართველოში ინფექციურ დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლის, კერძოდ, ბავშვთა ინფექციურ სნეულებათა პროფილაქტიკის საქმეში; 1935 წელს. ნ. ანდრიაძემ დააარსა წითელას საწინააღმდეგო შრატის დამამზადებელი სადგურები და ამცრელი პუნქტები თბილისში, ქუთაისში, სოხუმში, ფოთსა და ბათუმში; მას ეკუთვნის 22 დაბეჭდილი სამეცნიერო ნაშრომი, რომელთა შორის 5 მონოგრაფია და სახელმძღვანელოა, მათ შორის 7 ნაშრომი შინაგან სნეულებათა აქტუალურ საკითხებს წარმოადგენს, დანარჩენი ეძღვნება ინფექციურ სნეულებათა კლინიკის, დიაგნოსტიკის, ეპიდემიოლოგიის, მკურნალობისა და პროფილაქტიკის საკითხებს. ექიმი-ინფექციონისტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1937), პროფესორი (1938). სადოქტორო დისერტაციის თემა - "მასალები ქუნთრუშის რეციდივების შესწავლისათვის", დაიცვა 1937 წელს. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.1 – თბ., 1997.– გვ.149; საქართველოს სამედიცინო კალენდარი, 2006 წელი / ჯუმბერ ქორჩილავა .-თბ.,2006.-გვ.471-474 ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

