The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მელიტონ გობეჩია

მელიტონ გობეჩია
Other name:მეგრელი  (Pseudonym)
ნატალიაშვილი  (Pseudonym)
ობოლი  (Pseudonym)
Date of birth:21 August, 1878
Date of death:18 June, 1914  (at 35 years)
Category:Translator, Writer, Educator, Publicist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ჭაქვინჯი, ზუგდიდის რაიონი.

დაამთავრა დაბა ხონში არსებულ ქუთაისის საოსტატო სემინარია; სორბონის უნივერსიტეტი 1910 წელს.

1897 წლის პირველ სექტემბრიდან 19 წლის მელიტონ გობეჩია მასწავლებლად დაინიშნა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოფელ გომარეთის სკოლაში, სადაც ის 3 სასწავლო წელს მოღვაწეობდა. ამის შემდეგ იგი ონის ორკლასიან სკოლაში გადავიდა. აქაც სამი წელი იმუშავა. 1903/1904 სასწავლო წლისათვის ის უკვე თბილისის ერთ-ერთი საგარეუბნო სკოლის მასწავლებელია. მუდმივად თანამშრომლობდა ქართულ გაზეთებში ("ივერია", "ცნობის ფურცელი"). ამავე პერიოდს ემთხვევა მისი ლექსების პირველი წიგნის (ჰანგები) გამოცემაც. იყო ერთ-ერთი მოწინავე მასწავლებელი. 1905 წელს გაზეთ "ცნობის ფურცლის" რედაქციამ მიავლინა იგი ზუგდიდის მაზრაში საკუთარ კორესპონდენტად. მელიტონი აქ დარჩა მეორე წელსაც. მის კალამს ეკუთვნის "ცნობის ფურცელში" მოთავსებული (1904, 1905 და 1906 წწ.) კორესპოდენციები და სტატიები. ხედავდა რა, თუ როგორ დევნიან და ავიწროებენ სამეგრელოს სკოლებში ქართულ ენას, ერთ-ერთ სტატიაში იგი ენერგიულად მოუწოდებდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ზუგდიდში და მის მაზრაში სამკითხველოები და საზოგადოების ტიპის ქართული სკოლების გახსნას. სხვადასხვა ფსევდონიმით ან პირდაპირი ხელმოწერით ქვეყნდებოდა მისი წერილები გაზეთებში. 1905 წელს იგი შეიარაღებულ მებრძოლ რევოლუციონერთა ჯგუფსაც ხელმძღვანელობდა ახალი ხელისუფლების შესაქმნელად. რევოლუციის დამარცხების შემდეგ იგი არალეგალურ მდგომარეობაზე გადავიდა. სისტემატურად აწვდიდა ცნობებსა და კორესპონდენციებს რედაქციებს ხალხის განწყობილების შესახებ. 1906 წელს იგი პარიზში ჩავიდა. პარიზში ფრანგული ენა შეისწავლა და ამავე წლის პირველი სექტემბრიდან პარიზში სორბონის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჩაირიცხა. 1910 წელს სამშობლოში დაბრუნდა. იგი მაშინვე აირჩიეს "სახალხო გაზეთის" რედაქტორად. 1911 წელს არალეგალურად მყოფს, ჟანდარმთა სამმართველომ მიაგნო და დააპატიმრა. ზუგდიდის მაზრაში მომხდარ ამბებში დამნაშავედ მიჩნეულ სხვა ამხანაგებთან ერთად მას მიუსაჯეს 4 წლით საკატორღო პატიმრობა და შემდეგ სამუდამოდ ციმბირში გადასახლება. იგი ციხეში გარდაიცვალა. მას ეკუთვნის ლექსების კრებული – "ჰანგები" (1902), "პარიზის სონეტები" (1910), ორი პოემა – "ფარნაოზი" და "ამირანი". ეწეოდა მთარგმნელობით საქმიანობას.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.54; ქართველი პოეტები: ენციკლოპედია/შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ.89; სახალხო განათლების ქართველი მოღვაწეები და სახალხო მასწავლებლები. კრ. 2/საქართველოს სსრ განათლების სამინისტროს სახალხო განათლების სახელმწიფო მუზეუმი, რედაქტორი ალ. შვანგირაძე. -თბ., 1955.-გვ.353-361

Bibliography

  • ლექსები (Author). - სოხუმი, ალაშარა, 1983. - 32გვ.
  • ჰანგები (Author). - თბილისი, არ. ქუთათელაძის სტ., 1902. - 72გვ.

Share: