Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
რამინ გობეჯიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ნიგზვნარა, ონის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი 1964 წელს. 1964 წელს მუშაობა დაიწყო ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში; 1981-1988წწ. ხელმძღვანელობდა აეროკოსმოსური მეთოდების ლაბორატორიას; 1986-2006წწ. გლაციოლოგიის ლაბორატორიას; 2000-2003წწ. გეომორფოლოგიის განყოფილებას; 1979-1981წწ. იყო ამავე ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1965-1979წწ. უფროსი ინჟინერი; 2005-2007წწ. დირექტორი; 2003-2008წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეომორფოლოგია-გეოეკოლოგიის კათედრის გამგე; 2006 წლიდან სრული პროფესორი; 1997 წელს მონაწილეობდა "მსოფლიოს თოვლ–ყინულოვანი რესურსების ატლასის" შედგენაში; ასევე მონაწილეობა აქვს მიღებული გლაციოლოგიურ და გეომორფოლოგიურ ექსპედიციებში, მათ შორის:კავკასიის რეგიონში (1965-2012), აღმოსავლეთ ანატოლია (2003), ჰიმალაიში (1991), სინო-ტიბეტის მთები (1990), ტიანშანი (1990), ალტაი (1984), კამჩატკა (1982), შპიცბერგენი (1978), ზაილის ალათაუ (1972), პამირში(1967); ავტორია 9 მონოგრაფიის და 120 სტატიის; გეოგრაფი, გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი (1995), პროფესორი (1996). საკანდიდატო დისერტაციის თემა – "მთიანი რაიონების თანამედროვე რელიეფწარმომქმნელი პროცესების კვლევა სტერეოფოტო-გრამმეტრიული მეთოდებით", დაიცვა 1979 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა – "საქართველოს თანამედროვე მყინვარები და ევრაზიის მთებში გამყინვარების ევოლუცია", დაიცვა 1995 წელს. წყარო: საქართველო:ენციკლოპედია:ტ.2. – თბ., 2012. – გვ.54; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.214 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |