The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ევტიხი გობრონიძე

ევტიხი გობრონიძე
დაბადების თარიღი:19 ნოემბერი, 1903
გარდაცვ. თარიღი:19 ივლისი, 1988  (84 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისი
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი გაღმა დვაბზუ, ოზურგეთის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 1928 წელს.

იგი იყო მიხეილ ასათიანის სახელობის  ფსიქიატრიის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში 1944-1968 წლებში; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ფსიქიატრიის კათედრის გამგე 1968-1978 წლებში. ამავე კათედრის კონსულტანტი; სწავლობდა ნევროზებს, სიმპტომატურ ფსიქოზებს, ალკოჰოლიზმს, ტოქსიკომანიას და მათი მკურნალობის მეთოდებს. ფსიქიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1946), პროფესორი (1947). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.55; საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ.680-681

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1961 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • 1946 - საქართველოს დამსახურებული ექიმი
  • ლენინის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: