შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ირაკლი ანთელავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ყულიშკარი, ზუგდიდის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტი 1931 წელს, ლენინგრადის ფინანსურ–ეკონომიური ინსტიტუტი 1936 წელს. 1938–1956წწ. მუშაობდა დ. გულიას სახელობის აფხაზური ენის ლიტერატურისა და ისტორიის ინსტიტუტში; 1938–1954წწ. შეთავსებით – მ. გორკის სახელობის სოხუმის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში სსრკ ისტორიის კათედრაზე(1942 წლიდან გამგედ); 1956 წლიდან ი. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში საქართველოს ახალი ისტორიის განყოფილების უფროს მეცნიერ თანამშრომლად, 1957 წლიდან – გამგედ; 1958 წლიდან შეთავსებით იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სსრკ ისტორიის კათედრის პროფესორი. მონაწილეობდა ისეთი კოლექტიური განმაზოგადებელი ნაშრომების შექმნაში, როგოროცაა "აფხაზეთის ასსრ ისტორიის ნარკვევები", ქართული საბავშვო ენციკლოპედია და სხვა. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.1 – თბ., 1977.– გვ.157 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |