The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მურთაზ აბაშიძე

მურთაზ აბაშიძე
დაბადების თარიღი:22 აპრილი, 1927
გარდაცვ. თარიღი:სექტემბერი, 2004  (77 წლის ასაკში)
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ჭალა, საჩხერის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1955 წელს.

1956 წლიდან თბილისის საშენ მასალათა კომბინატის მთავარი მხატვარი; 1959 წლიდან მონაწილეობდა ყოფილი სსრკ–ისა და საზღვარგარეთის(ბელგია, საბერძნეთი, იტალია, კანადა, პორტუგალია) ქვეყნებში გამართულ მხატვართა გამოფენებში; მისი ნამუშევრებია: ავტორია კარიკატურების წიგნისა (1980); ნამუშევრები: დეკორატიული ჭურჭელი (1970), ლარნაკი (1978), თასი (1977) და სხვა. მიღებული აქვს ფაენცის კერამიკის საერთაშორისო კონკურსის დიპლომი (1969, 1972, 1984, იტალია), პოლონეთის საერთაშორისო გამოფენის დიპლომი (1975). კერამიკოსი, კარიკატურისტი.

წყარო: საქართველო:ენციკლოპედოა:ტ.1.-თბ.,1997.-გვ.24; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.200

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ჟურნალ "ნიანგის" სარედაქციო კოლეგია , წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1998 - ღირსების მედალი
    ქართული ჟურნალისტიკის განვითარებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისათვის, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების აქტუალური საკითხების მაღალპროფესიულ დონეზე გაშუქებისათვის
  • 1987 - სსრკ სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენა (ВДНХ), ვერცხლის მედალი
  • 1985 - სსრკ სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენა (ВДНХ), ოქროს მედალი
  • 1980 - საქართველოს დამსახურებული მხატვარი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: