The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



სამსონ აბაშიძე

სამსონ აბაშიძე
Other name:ზემო იმერელი  (Pseudonym)
თერგდალეული  (Pseudonym)
ჯვარელი  (Pseudonym)
Date of birth:1835
Date of death:1894  (at 59 years)
Burial location:კაცხის მონასტერი
Category:Critic, Publicist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი თირი.

დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია.

მსახურობდა რუსი იმპერატორის ალექსანდრე II–ის სამხედრო ამალაში("კონვოიში"); იყო პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის თავისუფალი მსმენელი; იქვე დაუახლოვდა მომავალ "თერგდალეულებს"; ქართველ "სამოციანელთა" შეხედულებების დასაცავად "ცისკარში" "თერგდალეულის" ფსევდონიმით დაბეჭდა ცნობილი წერილი "რამდენიმე სიტყვა ზემოური იმერლის გორისელის სტატიაზედ"(1962წ, №2); მისი კრიტიკული, პუბლიცისტური და სატირული თხზულებანი იბეჭდებოდა "ცისკარში", "დროებაში", "მწყემსსა" და "საქართველოს მოამბეში"; მის შემოქმედებაში მნიშვნელოვანი თხზულებაა "ჩემი აღსარება", რომელიც მხოლოდ ერთი თავი დაიბეჭდა "ცისკარში"(1863) "ჯვარელის" ფსევდონიმით; ეს არის 60–იანი წლების ახალი თაობის დეკლარაცია, რომელიც ასახავს მმართველ სისტემასთან და მის ინსტიტუტებთან ახალი თაობის დამოკიდებულებას; ავტორი მიჯნას ავლებს ძველ და ახალ ეპოქას შორის; აღნიშნავს მეცნიერულ და ტექნიკურ მიღწევათა მნიშვნელობას; საზოგადოების შრომას მიიჩნევს მომავალი ყოფის საფუძვლად და ქვაკუთხედად; თარგმნა გ. ლესინგის "ნათან ბრძენი", ნ. გოგოლის თხზულებანი.

წყარო: საქართველო:ენციკლოპედოა:ტ.1.-თბ.,1997.-გვ.24-25; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.127

Bibliography

  • ნაწერები (Author). - თბილისი, თბილისის უნივერსიტეტი, 1957. - 134გვ.

Share: