The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



სიმონ აბაშიძე

Other name:კონსტანტინე
Date of birth:1884
Date of death:25 August, 1955  (at 71 years)
Burial location:თბილისი
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. საჩხერე.

დაამთავრა კიევის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1912 წელს.

1912–1918წწ. მუშაობდა რუსეთში; 1918 წლიდან დაბრუნდა საქართველოში და მუშაობა დაიწყო ოზურგეთის ერობის მთავარ ექიმად. 1920 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფარმაკოლოგიურ კათედრაზე; თბილისის სასწრაფო დახმარების, სოცუზრუნველყოფის, ტუბერკულიოზის საწინააღმდეგო დაწესებულებებში; 1930 წელს მისი თაოსნობით აგუძერაში გაიხსნა ტუბსანატორიუმი; 1935–1955წწ. იყო საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს IV სამმართველოს ექიმ კონსულტანტი; 1941 წელს მონაწილეობა მიიღო თბილისის ერთ–ერთი სამხედრო ჰოსპიტლის ორგანიზაციაში; იქვე განაგებდა განყოფილებას და იყო სამხედრო საექიმო კომიისიის თავმჯდომარე; შეისწავლა ფილტვის აბსცესის მკურნალობა დეჰიდრატაციის მეთოდით; სიგმოიდური კოლინჯის დაავადებისას აღწერა მენჯ–ბარძაყისა და მუხლის სახსრების ერთდროული ტკივილის სიმპტომი და შეიმუშავა ამ დაავადების მკურნალობის მეთოდი; დღესაც აქტუალურია მისი გამოკვლევა, რომელიც მიეძღვნა ქუნთრუშიანი ბავშვების მომვლელი დედების ქუნთრუშით დასნებოვნების ფორმის საკითხებს და სხვა; შვილთან ვლადიმერ აბაშიძესთან ერთად შეადგინა პირველი ქართული სამედიცინო განმარტებითი ლექსიკონი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. 

წყარო: საქართველო:ენციკლოპედია:ტ.1.-თბ.,1997.-გვ.25

Bibliography


Share: