The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლადო აბაშიძე

ლადო აბაშიძე
Legal name:ვლადიმერ აბაშიძე
Date of birth:24 January, 1921
Date of death:4 December, 1999  (at 78 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1944 წელს.

1943–1944წწ. მუშაობდა თბილისის სამხედრო ჰოსპიტალში; 1947–1970წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ექსპერიმენტალური მორფოლოგიის ინსტიტუტში; 1959–1968წწ. იქვე განაგებდა ჰისტოლოგიის განყოფილებას; 1966 წელს ქართული ენციკლიპედიის მედიცინისა და ბიოლოგიიის რედაქციის გამგეა; 1966–1972წწ. ხელმძღვანელობდა პლასტიკური ანატომიის კურსს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების ფაკულტეტზე; შეისწავლა ზურგის ტვინის ნერვული წნულების და სიმპათიკური წველების შედარებითი ანატომია, ხერხემლიანთა ნაწლავების ინერვაციის თავისებურებები; მსხვილ ნაწლავში გადანერგილი წვრილი ნაწლავის კედელში განვითარებული ცვლილებები; რენტგენის სხივების სხვადასხვა დოზის მოქმედებები ნაწლავზე და სხვა; მამასთან სიმონ აბაშიძესთან ერთად შეადგინა პირველი ქართული სამედიცინო განმარტებითი ლექსიკონი; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1961); პროფესორი (1981). ანატომი და სამედიცინო ლექსიკოგრაფი.

წყარო: საქართველო:ენციკლოპედია:ტ.1.-თბ.,1997.-გვ.22; georgianencyclopedia.ge

Member of Organizations

  • საქართველოს სამედიცინო ბიოლოგიურ მეცნიერებათა აკადემია , წევრი (1995-)

Awards and Honors

  • 1983 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • სპორტის ოსტატობის კანდიდატი (ჭადრაკი)

Bibliography


Share: