The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გელა ღაჭავა

გელა ღაჭავა
Date of birth:17 June, 1966  (57 years)
Category:Writer, Painter, Photographer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. გალი.

დაამთავრა ქ. თბილისის 107-ე პროფესიულ-ტექნიკური საწავლებლის ფილიალი ქსოვილის მოხატვის სპეციალობით 1985 წელს.

1985 წელს მუშაობდა ქ. სენაკის კინოთეატრ "რუსთაველის" მხატვრად; 1988 წელს იყო სენაკის რაიონის სოფელი ზანის კულტურის სახლის დირექტორი; 1988-1989წწ. ქ. ქუთაისის ავტოქარხნის ელექტრო შემდუღებელ საამქროში მოწაფედ; 1989 წელს ამავე ქარხნის შემდუღებელია; 1980 წელს იწყებს ფოტოგრაფიის დაუფლებას; 1988 წლიდან რეგულარულად მონაწილეობს ჯგუფურ და საგაზაფხულო-საშემოდგომო გამოფენებში; 1992 წელს ჩამოაყალიბა ალტერნატიული ხელოვნების გაერთიანება "ბონზო კლუბი", რომლის ძირითადი მიზანი იყო პაროდიული ფორმით გამოევლინა ორგანიზაციის წევრთა შემოქმედება; 1993 წელს "ბონზო კლუბი" მონაწილეობს ქ. თბილისში კულტურის ცენტრ "ქარვასლა"-ში საგამოფენო დარბაზში გამართულ დადა-პრეზიდენტის არჩევნებში; 1993 წლის 1 ივნისს ქ. თბილისში რუსთაველის პროსპექტზე მოაწყო საქველმოქმედო აქცია, საიდანაც შემოსული თანხა მთლიაად გადაეცა უდედმამო ჩვილ ბავშვთა სახლს; 1995 წელს ჩამოაყალიბა ექსპერიმენტული მუსიკის ჯგუფი ''DIREKTION'', ჯგუფმა ჩაწერა 3 ლაბორატორიული კონცერტი (I – ''კანქვეშა ჰორიზონტი'', II – ''კონტაქტი'', III – ''თოჯინების მარში''); 1996-1997წწ. ქ. ქუთაისის რადიოსადგურ "ძველი ქალაქი"-ს მუსიკალურ-იუმორისტული გადაცემის დიჯეი; 1997-1999 წ.წ. ქ. ქუთაისი, გაზეთი ''POST SKRUPT'' პოეზიის გვერდის ''+– სარეველა" ჟურნალისტი; 2007 წლიდან მუშაობს ქ. ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის სამეცნიერო ბიბლიოთეკის მხატვარად; აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა რედაქციებთან, როგორც მხატვარი და ფოტოგრაფი; წერს მოთხრობებსა და ლექსებს, რომლებიც პერიოდულად ქვეყნდება პერიოდულ პრესაში; გამართული აქვს 14 პერსონალური და 5 ერთდღიანი გამოფენა თბილისში, ქუთაისში, სენაკსა და ზუგდიდში.

Member of Organizations

  • კოოპერატივი "მოდაXX", წევრი (1989-1994)
  • საქართველოს თავად-აზნაურთა საკრებულო, წევრი (2000-)
  • ხელოვანთა კავშირი "მარიოტა'"-ს, წევრი (1999-)

Bibliography

  • ჩემი რჩეული : ლექსები (Illustrator). - ქუთაისი, 2013. - 168გვ.
  • ლეო ჭეიშვილი : არგენტინაში მოღვაწე ქართველი მწერალი და მეცნიერი (Illustrator). - თბილისი, "მწიგნობარის" გამ-ბა და სტ., 2013. - 118გვ.. - ISBN: 978-9941-424-81-6
  • მზეკაბანი : 80-90 და 2000-იანი წლების ქუთაისელ პოეტთა შემოქმედება (Illustrator). - ქუთაისი, მარიოტა : ენიგმა, 2010. - 332გვ.

Share: