Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მარინა აბაშიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1974 წელს. 1974 წლიდან მუშაობს ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში; 1974–1976წწ. გაიარა კლინიკური ორდინატურა; 1976–1988წწ. იყო უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1988–1991წწ. მეცნიერ–თანამშრომელი; 1991–1998წწ. უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1998 წლიდან ამავე ინსტიტუტის დირექტორის მოადგილეა სამეცნიერო დარგში; 1997 წლიდან კი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ჰემატოლოგიის კათედრის ასისტენტი; თსსუ-ს ჰემატოლოგიის მიმართულების პროფესორი; ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი; 80-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის და გაიდლაინის ავტორი ჰემატოლოგიის, ციტოლოგიის, ეპიდემიოლოგიის საკითხებზე; მუშაობდა აშშ ფეირვიუს საუნივერსიტეტო და "მეიოს" კლინიკებში (აშშ მინესოტას შტატი); ჩართულია საერთაშორისო კვლევებსა და გრანტებში, მონაწილეობს საერთაშორისო კონგრესებსა და სიმპოზიუმებში; არის ექიმ–ჰემატოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ელენთის ლიმფოსარკომის თავისებურებანი, დიფერენციული დიაგნოსტიკა, მკურნალობა და პროგნოზი", დაიცვა 1988 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ., 2000.-გვ. 7; vidal.ge; ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტი: hematologia.ge Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |