Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
რამაზ აბელაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: გარდაბნის რაიონი, სოფელი სართიჭალა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1962 წელს. 1962–1968წწ. იყო საგარეჯოს რაიონის სოფელ გომბორის საუბნო საავადმყოფოს მთავარი ექიმი; 1968–1970წწ. თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ნერვულ სნეულებათა კათედრის კლინიკური ორდინატორი. 1970 წლიდან მუშაობდა ექიმთა დახელოვნების თბილისის სახელმწიფო ინსტიტუტის კლინიკურ საავადმყოფოში ნერვულ სნეულებათა განყოფილების გამგედ. ავტორია 40 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც დაბეჭდილია რესპუბლიკურ, ყოფილ საბჭოთა კავშირისა და საზღვარგარეთის გამოცემებში. მისი გამოგონება: "თავის ტვინის შერყევის დიაგნოსტიკის მეთოდი მწვავე დახურულ ქალა–ტვინის ტრავმის დროს", იძლევა საშუალებას ქალა–ტვინის ტრავმების საეჭვო შემთხვევებში ძილ–ღვიძილის ელექტრონისტაგმოგრაფიის საშუალებით დავადგინოთ თავის ტვინის შერყევის არსებობა ან არარსებობა. არის ნევროლოგი მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ვესტიბულური დიფუნქციის დიაგნოსტიკური მნიშვნელობის შესახებ მსუბუქი დახურული ქალა–ტვინის ტრავმის მწვავე პერიოდში", დაიცვა 1985 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ., 2000.-გვ. 8 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |